"კომისიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი მაუწყებლების თვითრეგულირების მექანიზმების ეფექტიანობას უზრუნველყოფს" - კახა ბექაური
პოლიტიკა - 17:36, 13 Jun, 2019     346

ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით, „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, რომ აღნიშნული ცვლილება მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოს ეფექტურობას გაზრდის. მიუხედავად ევროპელი ექსპერტების კონკრეტული რეკომენდაციისა, რომ სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენა მთლიანად გადასულიყო თვითრეგულირებიდან რეგულირებაში, კომისიამ ევროკომისიას წინადადებით იმართა , რომ მაუწყებლების თვითრეგულირების ორგანოების გაძლიერების მიზნით, პირველ ეტაპზე კვლავ მაუწყებლებში ყოფილიყო შესაძლებელი აღნიშნული საკითხების დარღვევის განხილვა. ევროპელი ექსპერტების კომუნიკაციების კომისიას შეთავაზებულ წინადადებაზე დათანხმდნენ, რაც მაუწყებლების თვითრეგულირებას უფრო ეფექტურს და ქმედითს გახდის .

„ეს იყო საკითხი, რომელიც ცხარე დისკუსიის საგნად იქცა. სწორედ ამიტომ, კომუნიკაციების კომისიის ინიციატივით, რასაც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებიც დაეთანხმნენ, გამოინახა ძალიან კარგი კომპრომისი, ისე რომ ვალდებულებაც შეგვესრულებინა და თან აღნიშნული საკითხი რეგულირებაში მოგვექცია. საქმე ეხებოდა იმას, რომ გაგვეზარდა თვითრეგულირების მექანიზმის ეფექტიანობა, ამ საკითხთან მიმართებაში, დაინტერესებული პირი, რომლის მიმართაც გამოყენებული იქნებოდა სიძულვილის ენა, ანუ დაირღვა კანონი, პროექტი ეხლა ითვალისწინებს იმას, რომ რა თქმა უნდა ეს საკითხი რჩება თვითრეგულირებაში, რასაც ჯერ განიხილავს მაუწყებელის თვითრეგულირების ორგანო და მისი გადაწყვეტილების გასაჩივრების საშუალება ეძლევა დაინტერესებულ პირს კომუნიკაციების კომისიაში, ან სასამართლოში. დღევანდელი კანონის მოქმედი ნორმის მიხედვით, სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვანთა მანვე ზეგავლენა, საჩივრდება მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოში, ანუ სადაც დაირღვა აღნიშნული ნორმა. დამრღვევს გამოაქვს გადაწყვეტილება თავად დააშავა თუ არა და შემდგომ კანონის მიხედვით, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება არსად არ არსებობს." - აცხადებს კახა ბექაური.

კახა ბექაურის განცხადებით, აღნიშნულ კანონში ცვლილებებზეა დამოკიდებული „შემოქმედებითი ევროპის" მილიარდ ნახევრიან საგრანტო კონკურსში საქართველოს მონაწილეობა. აღნიშნული კონკურსის 10 კომპონენტში საქართველოს კულტურისა და აუდიო-ვიზუალური სექტორის წარმომადგენლებისთვის მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა, საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე ჩაკეტილია.

„ძალიან მნიშვნელოვანია ისიც, რომ „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის და ამ კუთხით ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციაზე მიბმულია საქართველოში ისეთი მნიშვნელოვანი პროექტების დაწყება, აუდიო ვიზუალური პროდუქციის შექმნის და წარმოების ბაზრის განვითარებისთვის, ისეთი ორგანიზაციიდან, როგორიც არის „შემოქმედებითი ევროპა". ფონდი დღეს უკვე არის მილიარდ ნახევრიანი გრანტი და საქართველოდან დაინტერესებული პირები ამ პროექტებში ვერ იღებენ მონაწილეობას, რადგან ქართველი მონაწილეებისთვის მონაწილეობის მისაღებად აღნიშნული ვალდებულების შესრულება სჭირდება." - აცხადებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42