მედიაში სიძულვილის ენა, ომის პროპაგანდა და არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვა კანონმა უნდა დაარეგულიროს - კახა ბექაური
პოლიტიკა - 16:00, 13 Jun, 2019     683
კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაური მოუწოდებს პარლამენტს დააჩქაროს კომისიის მიერ საკანონმდებლო უწყებაში ინიცირებული კანონპროექტის განხილვა, რომელიც ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებებით აქვს ქვეყანას ნაკისრი და რომელიც „მაუწყებლობის შესახებ" კანონში ცვლილებებს ეხება. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ აღნიშნულ საკითხზე დღეს საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე ისაუბრა, რომელიც ეუთოს რეკომენდაციებზეა აგებული. ეუთოს რეკომენდაციებში მნიშვნელოვანი ყურადღება სწორედ სიძულვილის ენას ეხება. კომისიის თავმჯდომარის განცხადებით, სიძულვილის ენა, არასრულწლოვნების მავნე ზეგავლენისგან დაცვა და ომის პროპაგანდა, არაწინასაარჩევნო პერიოდშიც პრობლემაა და სწორედ ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად, ევროკომისიის დახმარებით კომისიამ კანონპროექტი მოამზადა, რომელიც შარშან დეკემბერში შეიტანა პარლამენტში საკანონდებლო ინიციატივის სახით, თუმცა ის ამ დრომდე არ განხილულა.


„სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე, ბევრი საკითხი განიხილება, მათ შორის ჩვენი, მედიის საკითხი საარჩევნო კონტექსტში, თუმცა გამოსაყოფია ერთი ძალიან მნიშვნელოვანი თემა, ეს ეხება სიძულვილის ენას, რომელიც არ არის მხოლოდ საარჩევნო პერიოდის საკითხი, ეს არის მნიშვნელოვანი ასევე არასაარჩევნო პერიოდშიც. დღეს პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ჩვენი საქართველოს კანონმდებლობა ამ კუთხით შეუსაბამოა ევროპულ კანონმდებლობასთან. სიძულვილის ენის საკითხი ჩვენი კანონმდებლობით არ რეგულირდება და მხოლოდ მაუწყებლების თვითრეგულირებაშია მისი გასაჩივრება შესაძლებელი. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, არასაარჩევნო კონტექსტის გარეთაც, ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ კანონში არსებული ხარვეზი გავასწოროთ და შესაბამისობაში მოვიყვანოთ ევრო დირექტივასთან",- განაცხადა სამუშაო შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას კახა ბექაურმა.

კომისიამ კანონპროექტზე ევროპელ ექსპერტებთან ერთად ორი წელი იმუშავა, EBRD-ისა და ევროკომისიის ექსპერტების დასკვნით, ქართული კანონმდებლობა "მაუწყებლობის შესახებ" კანონის კუთხით შეუსაბამოა ევროპულ კანონმდებლობასთან და საჭიროებს ცვლილებას.

„ევროპელმა ექსპერტებმა მოამზადეს დასკვნები, სადაც ნათქვამია, რომ ქართული კანონმდებლობა შეუსაბამოა ევროპის კანონმდებლობასთან და სიძულვილის ენის საკითხი თვითრეგულირებიდან უნდა გადავიდეს რეგულირების სფეროში. ასევე, სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ეფექტიანი მექანიზმი, იმისთვის, რომ მედია სივრცეში აღმოფხვრილ იქნას სიძულვილის ენით საუბარი. აღნიშნული დასკვნების საფუძველზე, ჩვენ მოვამზადეთ შესაბამისი კანონპროექტი წინადადების სახით ჯერ კიდევ 6 თვის წინ, 2018 წლის დეკემბერში. პრობლემაა, რომ ამ დრომდე ის არ განხილულა და არ გადარქმნილა ინიციატივად. შემდეგი პრობლემაა არის ის, რომ ჩვენ აღნიშნული ვალდებულების შესრულებას ასოცირების ხელშეკრულება გვავალდებულებს 2019 წლის 1 ივლისამდე. შესაბამისად, სავარაუდოდ ვეღარ ესწრება ცვლილებების მიღება და ჩვენ ამ ვადას დავარღვევთ",- აცხადებს კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე.

მისივე განცხადებით, კანონპროექტის წარდგენა პარლამენტში კომისიის ინიციატივით არ მომხდარა, ის ევროკომისიისა და ევროპელი ექსპერტების რეკომენდაცია იყო და სწორდ ამიტომაა მისი განხილვა და მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი.

„იმისთვის რომ ევროპული ოჯახის წევრები გავხდეთ, ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაცია სავალდებულოა. ევროპაში სიძულვილის ენა რეგულირდება, ნებისმიერ ევროპულ ქვეყანას აქვს ეფექტიანი მექანიზმი, რომ მოქალაქე იყოს დაცული. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ სიძულვილის ენას თვითრეგულირებაში დავტოვებთ, ევროპელები ამას დარღვევად ჩაგვითვლიან რაც ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემაა"- აცხადებს კახა ბექაური.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42