მერიამ ჰიპოპოტამ "ბეგის" ქანდაკების ესკიზები წარადგინა (ფოტოები)
პოლიტიკა - 15:55, 13 Jun, 2019     1003

თბილისის მერიამ საზოგადოებას 13 ივნისის სიმბოლოს, ჰიპოპოტამ „ბეგის“ ქანდაკების ესკიზები წარუდგინა. ესკიზების გამოფენას დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო. მისი თქმით, წარმოდგენილ 14 ესკიზს ჟიური ორშაბათამდე შეაფასებს.

„ჰიპოპოტამის ესკიზები 2 კვირის განმავლობაში წარმოდგენილი იყო თბილისის მერიაში, საჯარო სივრცეში. ნებისმიერ მსურველს შეეძლო, შეეფასებინა თავისი რჩეული ნამუშევარი და ამასთან დაკავშირებით ჩანაწერი გაეკეთებინა სპეციალურ წიგნში. დღეს, ამასთან დაკავშირებით გვექნება ჟიურის შეფასება. ორშაბათამდეა ვადა იმისთვის, რომ ჟიურიმ იმსჯელოს და შეჯერდეს კონკრეტულ ნამუშევარზე. ორშაბათს გახდება ცნობილი, თუ რომელი ნამუშევარი იქნება გამარჯვებული. რაც შეეხება განთავსების ადგილს, ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს მსჯელობა. სავარაუდოდ, განთავსდება ზოოპარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, თუმცა კონკრეტულად რომელი ადგილი იქნება, ამაზე კომისიის მუშაობის შედეგებს ველოდებით. ჰიპოპოტამ „ბეგის“ სკულპტურა თბილისში უკვე მომდევნო წლის 13 ივნისს განთავსდება“, - განაცხადა სოფიო ხუნწარიამ.

ჰიპოპოტამის ქანდაკების ესკიზის კონკურსი 3 აპრილს გამოცხადდა. მასში მონაწილეობა შეეძლოთ როგორც ქართველ, ისე უცხოელ ავტორებს ან ავტორთა ჯგუფს, ფიზიკური ან იურიდიული პირის სტატუსით. საკონკურსო განაცხადების მიღება 2 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა.

კონკურსში გამარჯვებულ ავტორს შეარჩევს თბილისის მერიის მიერ შექმნილი, 12-წევრიანი საკონკურსო კომისია, რომელშიც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები შედიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42