ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ საგარეო საქმეთა მინისტრის დიმიტრი მედოევის განცხადებით, სსამხრეთ ოსეთს საქართველოსთან არაფერი საერთო არ აქვს და მისი ნაწილი არანაერ გარემოებაში არ გახდება. ამის შესახებ მან ТАСС-თან ინტერვიუში ისაუბრა და აშშ-ის, ევროკავშირის და ნატოს განცხადებებს გამოეხმაურა იმ ასთან დაკავშირებით, რომ ისინი ცხინვალის რეგიონში 9 ივნისს ჩატარებულ არჩევნებს არ აღიარებენ და მხარს უჭერენ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.
„მათ არაფერი ახალი არ უთქვამთ, სიტყვების ამ წყობას ვისმენთ უკვე 30 წელია, არ უნდათ დაჯერება, რომ 1989 წლიდან სამხრეთ ოსეთს საერთო არაფერი აქვს საქართველოსთან და არ აპირებს მისი ნაწილი გახდეს არცერთ შემთხვევაში. მატარებელმა უკვე ჩაიარა. ჩვენ კი როგორც ქარავანი, რომელიც თავისი გზით მიდის და გამვლელთა ხმაურს ყურადღებას არ აქცევს, გავაგრძელებთ ასე მოძრაობას ჩვენი მიზნისკენ, რომელიც არის დამოუკიდებელი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობა.“- განაცხადა მედოევმა.
მასალის გამოყენების პირობები






