„ცხენებით გადმოვლახეთ ამხელა უდაბნო“ - „გარეჯობა 2019“ დოღით აღინიშნება
პოლიტიკა - 12:42, 13 Jun, 2019     1070

„დავით გარეჯი საქართველოა“ - ამ ლოზუნგით „გარეჯობა“ 2019 მხედრული დროშების, დოღისა და მსვლელობის ფონზე დაიწყო. მსვლელობის მონაწილეები, დღეს დავით გარეჯის ტერიტორიაზე, სხვადასხვა აქტივობას გეგმავენ და აპირებენ, მივიდნენ უდაბნოს მონასტერთანაც.

„დღეს მამები ავიდნენ დილით და მიმდინარეობს წირვა, ზუსტად იმ ადგილას, სადაც არ გვიშვებენ. დღეს თავისუფლად შეიძლება ასვლა, თუმცა 30 მაისიდან შეზღუდულია გადაადგილება. გზის სამუშაოები შეჩერებულია, იქ არაფერი არ გრძელდება, აზერბაიჯანელი მესაზღვრეები ცალსახად იძახიან, რომ ეს არის მათი ტერიტორია“, - აცხადებს ადგილობრივი გიდი, ზვიად ანანიაშვილი.

დავით გარეჯში ცხენოსნები, რომლებიც დოღს გამართავენ, სხვადასხვა რეგიონიდან ჩავიდნენ. მათი განცხადებით, გარეჯში დოღის გამართვა ერთგვარი პროტესტია იმ პოზიციის გამოსახატად, რომ დავით გარეჯი საქართველოა და ამაში სადავო არაფერია.

„დავით გარეჯი საქართველოა და ჩვენ გვჭირდება ეს ქვეყანა. ყველა მხრიდან უნდა ვიაქტიუროთ. ცხენებით გადმოვლახეთ ამხელა უდაბნო, გუშინ მთელი დღე ვიმგზავრეთ. რთული გზა ავირჩიეთ ტაძრამდე. ეს ჩვენი სამშობლოა, ეს არის ჩემი ტკივილი და ეს არის ჩემი სამშობლო“, - ამბობს დავით შალათაშვილი.

მომლოცველების ჯგუფები გარეჯის ტერიტორიაზე დილიდან ჩადის. შინაგან საქმეთა სამინსიტრომ უსაფრთხოების და წესრიგის უზრუნველსაყოფად, ადგილზე საპოლიციო ძალების რაოდენობა გაზარდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42