"თუ ხელისუფლება ძალაუფლების უზურპაციის გზას აირჩევს, გამოყენებული იქნება პოლიტიკური პროტესტის სხვა ფორმები" - ბაჩუკი ქარდავა საარჩევნო სისტემის ცვლილებაზე
პოლიტიკა - 12:03, 13 Jun, 2019     946
20-მა ოპოზიციური პარტიამ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებისა და მთლიანად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის მოთხოვნით, საქართველოს პარლამენტში მოქალაქეების ხელმოწერები შეიტანა. საინიციატივო ჯგუფის მოთხოვნაა, რომ 2020 წლის არჩევნებისთვის მოხდეს სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლა.გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერის, ედპ-ს თავმჯდომარის, ბაჩუკი ქარდავას თქმით, ახლა ბურთი ხელისუფლების მოედანზეა და მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და არჩევანი გააკეთოს დემოკრატიულ განვითარებასა და ძალაუფლების უზურპაციას შორის, მეორე არჩევანის შემთხვევაში კი, ოპოზიცია პოლიტიკური პროტესტის სხვა ფორმების გამოყენებას გეგმავს.


„ჩვენ შევიტანეთ 250 ათასი ხელმოწერა, ამ წუთიდან უკვე იწყება დროის ათვლა, როდესაც საპროცედურო კომიტეტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება დანიშნოს საყოველთაო საჯარო განხილვები მთელი ქვეყნის მასშტაბით, დანიშნოს საკომიტეტო მოსმენები და შემდეგ შეიტანოს პლენარული სხდომის დღის წესრიგში. ახლა ბურთი ხელისუფლების მოედანზეა და მათ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება.ვნახავთ გამოავლენს თუ არა ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურ ნებას, რომ ქვეყანაში ჩაატაროს პროპორციული კონკურენტული არჩევნები, თუ არა და ოპოზიცია, რომელიც არის სრულად კონსოლიდირებული ამ საკითხის გარშემო მზადაა ბრძოლა გააგრძელოს და ის კამპანია, რომელიც მოიცავს მილიონი ხელმოწერის შეგროვებას და საზოგადოების დარაზმვას, რა თქმა უნდა გრძელდება. გარდა ამ ხელმოწერებისა ჩვენ ჩვენს არსენალში გვაქვს გარკვეული ღონისძიებები, ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური პროტესტის სხვა ფორმები რაც კონსტიტუციით არის გათვალისწინებული, ეს იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება დემოკრატიული განვითარების ნაცვლად აირჩევს ძალაუფლების უზურპაციის გზას.“- განაცხადა ბაჩუკი ქარდავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42