„ყველაფერი თავისით არცერთი ხელისუფლების პირობებში არ კეთდებოდა და არც ახლა გამოვა, თუ ამას არ ექნა კონსოლიდირებული ძალისხმევა პოლიტიკური და საზოგადოებრივი სექტორის მხრიდან და აქტიური მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან. ამ შემთხვევაში ეს ყველაფერი არსებობს, ამიტომ ჩვენი საინიციატივო ჯგუფი, 20 პარტია ვიმედოვნებთ, რომ ეს ძალისხმევა კიდე გაიზრდება და ხელისუფლება გახდება იძულებული გაიზიაროს პოლიტიკური სექტორის, საზოგადოების და საერთაშორისო საზოგადოების ნება არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებით.“- განაცხადა მამუკა კაციტაძემ, მისი თქმით, პარლამენტში მოხდა სავალდებულო 200 ათასზე მეტი ხელმოწერის შეტანა, თუმცა ხელმოწერების შეგროვება, მილიონი ხელმოწერის შეგროვების კამპანიის ფარგლებში გრძელდება.
კაციტაძის თქმით, იმის მიხედვით გაიზიარებს თუ არა ქართული ოცნება პოლიტიკური და საზოგადოებრივი სპექტრის მოთხოვნას გადაწყდება მისი მომავალიც:
„შემოდგომისთვის გვეცოდინება რა ელოდება ქართულ ოცნებას, არჩევნებისა და კანონიერების გზით გარკვეული პოლიტიკური შესუნთქვები თუ სხვა გზებით უფრო მძაფრი ფორმა, შეიძლება პოლიტიკური სუნთქვის შეწყვეტაც.“- განაცხადა მამუკა კაციტაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






