"სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო გარემო შეუძლებელი იქნება 2020 წლის არჩევნებისთვის მიღწეული იქნას, თუ საარჩევნოს სისტემა არ შეიცვლება და სრულად პროპორციულ სისტემაზე არ გადავალთ,"- განაცხადა ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” დირექტორის მოადგილე, ელენე ნიჟარაძემ.
პროპორციულ სისტემაზე გადასვლას საარჩევნო სისტემის გაჯანსაღებისთვის აუცილებელ პირობად მიიჩნევს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” პროგრამის მენეჯერი, ლევან ნატროშვილიც.
"ფაქტობრივად შეთანხმებულები ვართ, რომ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას მივესალმებით და ველით 2020-დან და არა 2024-დან. ასევე საარჩევნო კომისიების დაკომპლექტების წესის ცვლილება არის ჩვენი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების კუთხით რიგი რეგულაციები ასევე საჭიროებს გარკვეულ ფუნდამენტურ ცვლილებებს,"- განაცხადა ლევან ნატროშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






