ისნის რაიონის მაჟორიტარი, დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ეთიკის საბჭოს პირველ სხდომას ეხმაურება, რომელზეც პარლამენტის წევრების მხრიდან ეთიკური ნორმების დარღვევა უნდა განიხილონ და დაკონკრეტული გადაწყვეტილება მიიღონ. ერთ-ერთი სანქცია შესაძლოა, უცხოეთში მივლინების შეზღუდვაც იყოს.
ჭიჭნაძის თქმით, მთელი ქვეყნის ეთიკის საბჭოეზე თავად „ქართული ოცნებაა“ გასატანი.
„იმის მერე, რაც მოვისმინეთ, რომ 2012 წელი, თურმე, ხარვეზიანი ყოფილა და დაპირებებს, თურმე, შესრულება არ უწერია, ვფიქრობ, ეთიკის საბჭოზე, პირველ რიგში, „ქართული ოცნების“ და მისი პარლამენტის თავმჯდომარის საქმეა განსახილველი.
მთელი ქვეყნის ეთიკის საბჭოზე მთლიანი „ოცნებაა“ გასატანი. მათ ის მოახერხეს, რომ მათი სიტყვა აღარ არის წონადი და ამიტომაც, როცა არგუმენტები არ აქვთ, გადადიან კუნთებსა და მუშტებზე, პირველყოფილ მეთოდებს მიმართავენ. აღარავის სჯერა მათი სიტყვების და არაფრით არ განსხვავდებიან „ნაციონალური მოძრაობისგან“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.
მისივე თქმით, ყაზახეთში, დამკვირვებლად ისიც მიდიოდა, მაგრამ პარლამენტის თავმჯდომარემ აუკრძალა.
„ასე რომ, დიდი დანაკარგი არ არის. თვითონ ფაქტია ყველაზე არაეთიკური, რომ შენი საკითხი ეთიკის საბჭოზე გადის,“ - აცხადებს ჭიჭინაძე.
მასალის გამოყენების პირობები






