მოხუცების სასტიკი მკვლელობა გარდაბანში - მიდის თუ არა კვალი კრიმინალურ ავტორიტეტებამდე
პოლიტიკა - 15:47, 12 Jun, 2019     497

რა გახდა გარდაბანში ორი მოხუცის სასტიკი მკვლელობის მოტივი და უკავშირდება თუ არა უმძიმესი დანაშაული გარდაცვლილთა შვილის კონქლიქტს ე.წ. კრიმინალურ ავტორიტეტებთან? - ეს ის კითხვებია, რომელზეც გამოძიებას პასუხის გაცემა მოუწევს.

მუსაევები საკუთარ სახლში ხუთი დღის წინ მოკლეს და კედელზე წარწერაც დატოვეს - „ედიკ, გელოდებით.“

მუქარის ადრესატი ირწმუნება, რომ მტრები არ ჰყავს და არც ბიზნეს ინტერესები გააჩნია. მუსაევი კატეგორიულად უარყოფს ამ საქმეში „კანონიერი ქურდების“ ჩართვას.

„აგიხსენით, რომ მტრები არ მყავს. რაც შეეხება ამ ტრაგედიას, ვინც ეს ჩაიდინა, არც დედის და არც მამის ფასი იცის. ყველაზე მეტად იმაზე ვწუხვარ, რომ კარზე ჩემი სახელი იყო დაწერილი. არ ვიცი, რატომ დაწერეს. ალბათ, კვალის დაფარვის მიზნით. რაც შეეხება სახლიდან ფულის წაღებას, ასეთი ფაქტი იყო, მაგრამ ზუსტად არაფერი ვიცი. მე ბიზნესი არ მაქვს. ჩემი ძმები კი ძველი მანქანების გაყიდვით არიან დაკავებულები. პოლიციამ მეც დამკითხა, როგორც სხვები, სხვა ვერაფერს გეტყვით,“ - განაცხადა „კურიერთან“ მოკლული მოხუცების შვილმა, ედიკ მუსაევმა.

მოკლულების მეზობლი ერთ საინტერესო დეტალს იხსენებს და ამბობს, რომ ედიკ მუსაევს სხვა სოფელში კონფლიქტი მოუხდა, მისი მეგობარი კი დაჭრეს.

„მოკლულების შვილებთან ერთად ვარ გაზრდილი. ძალიან კარგი ხალხია და არც მტრები ჰყავთ. გაოცებულები ვართ, ეს როგორ მოხდა, ან ვინ და რატომ ჩაიდინა. სამართალდამცველების იმედი გვაქვს, ალბათ, მალე დაიჭერენ. ამ საქმეში კრიმინალური ავტორიტეტები იყვნენ თუ არა ჩართული, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით. ერთადერთი რაც ვიცი, არის ის, რომ მოკლულების შვილმა ედიკამ სოფელ ქოსალარში, დაახლოებით, ერთი თვის წინ იჩხუბა და მისი მეგობარი დაჭრეს, თუმცა არ მჯერა, რომ ეს ჩხუბი შეიძლება კავშირში იყოს ამ ტრაგედიასთან,“ - განაცხადა მოკლულების მეზობელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42