საქართველოს ბანკის კლიენტებისთვის Adizes-ის ინსტიტუტმა სემინარი გამართა
პოლიტიკა - 13:02, 12 Jun, 2019     607

საქართველოს ბანკის ორგანიზებით საერთაშორისოდ ცნობილმა ადიზესის ინსტიტუტმა ბანკის კორპორატიული, მცირე და საშუალო ბიზნესის კლიენტებისთვის სემინარი გამართა. სემინარის მთავარი თემა იყო- როგორ შევუწყოთ ხელი ეფექტურ ტრანსფორმაციას მეწარმეობიდან პროფესიულ მენეჯერობამდე. სემინარს, რომელსაც თავად იცხაკ ადიზესი ონლაინ რეჟიმში ერთვებოდა, 50-ზე მეტი ორგანიზაციის უმაღლესი რგოლის მენეჯერი, საქართველოს ბანკის პარტნიორი მსხვილი, მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ესწრებოდა.

იცხაკ ადიზესმა სემინარის მონაწილეებს გაუზიარა საკუთარი 40 წლიანი გამოცდილება იმ მეთოდოლოგიის შესახებ, რომელიც კორპორაციებს აძლევს შესაძლებლობას, დესტრუქციული კონფლიქტების გარეშე, დაჩქარებული ცვლილებებით მიაღწიოს განსაკუთრებულ შედეგებს. მან ყურადღება გაამახვილა იმ კონკრეტულ ინსტრუმენტებსა თუ წესებზე, რომელიც ეხმარება ბიზნესს, სწორად მართოს პროცესები.

„საქართველოს ბანკისთვის მნიშვნელოვანია აქტიურად შეუწყოს ხელი ბიზნესის განვითარებას, როგორც დაფინანსების, ასევე ინტელექტუალური მხარდაჭერის კუთხით. სწორედ ამიტომ, მიგვაჩნია რომ საერთაშორისოდ აღიარებული საკონსულტაციო კომპანიისა და მისი ხელმძღვანელის მიერ გამართული სემინარი დაეხმარება ჩვენს პარტნიორ ბიზნესებს სამომავლო განვითარებაში, სწორი ბიზნესმოდელის ჩამოყალიბებასა და ეფექტურობის გაზრდაში“,- განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

ინფორმაციისთვის, Adizes-ის ინსტიტუტი არის საერთაშორისოდ ცნობილი საკონსულტაციო კომპანია, რომელიც 52 ქვეყნის კერძო და საჯარო კომპანიებს უწევს კონსულტაციას სტრატეგიული მენეჯმენტის, ორგანიზაციების სწორად სტრუქტურირების, სწრაფადმზარდი ორგანიზაციების მართვის მიმართულებით. ინსტიტუტის დამაარსებელი, იცხაკ ადიზესი Leadership Excellence Journal-მა და ჟურნალმა Executive Excellence-მა ამერიკის შეერთებული შტატების 30 საუკეთესო ლიდერად და საუკეთესო კონსულტანტად აღიარა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42