WTO საქართველოს გამოცდილებას გაუზიარებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით - ზურაბიშვილი აზავედოს შეხვდა
პოლიტიკა - 02:39, 12 Jun, 2019     663

ჟენევაში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის გენერალურ მდივანს რობერტო აზავედოს შეხვდა.

მხარეებმა საქართველოსთან თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და საქართველოში არსებული ეკონომიკური ვითარება განიხილეს, ასევე, ვაჭრობის გლობალურ სისტემასა და ეკონომიკაში არსებული გამოწვევები.

რობერტო აზავედოს განცხადებით, საკმაოდ მზარდია ქვეყნის ეკონომიკა და ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიო ბანკის შეფასებით, ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით, საქართველო მე-6 ადგილზეა. ,,ამდენად, ყველაფერი საკმაოდ საიმედოდ გამოიყურება და WTO შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს გააკეთებს, რათა საქართველომ კიდევ მეტ წარმატებას მიაღწიოს", - აღნიშნა რობერტო აზავედომ. მისი თქმით, WTO გამოცდილებას გაუზიარებს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით.

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო მდებარეობს რეგიონში, რომელიც მნიშვნელოვანი და ცენტრალურია ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის მიმართულებით. ,,ეს ის რეგიონია, რომელიც უნდა განვითარდეს. მისი მომავალი, როგორც სატრანსპორტო კორიდორი, ევროკავშირის პერსპექტივისთვის მნიშვნელოვანია. საქართველო საკმაოდ ბევრს აკეთებს, ამ ადგილის დასაკავებლად. მათ შორის, ევროკავშირთან, ჩინეთთან და კიდევ სხვა პარტნიორებთან თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების გაფორმებით. თუმცა, ეს ასევე ნიშნავს იმას, რომ ჩვენ საწარმოებს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით სარგებლობის სრული საშუალება უნდა მიეცეთ. ისინი, მზად უნდ იყვნენ ყოველგვარი გამოწვევის გასამკლავებლად. სწორედ, ეს არის ის სივრცე, სადაც მნიშვნელოვანია თავისუფალი სავაჭრო ორგანიზაციის ექსპერტიზა და დახმარება, ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა. ქვეყანამ ბევრი რამ გააკეთა შიდა რეფორმირების თვალსაზრისით, თუმცა მსოფლიო ბაზარზე, მსოფლიო სავაჭრო სივრცეში შესვლა სჭირდება",- აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42