„მინიშნება საზღვრის დემარკაცია/დელიმიტაციაზე არის სწორი“ - კობახიძე დავით გარეჯზე სალომე ზურაბიშვილს ეთანხმება
პოლიტიკა - 02:34, 12 Jun, 2019     725

პარლამენტის თავმჯდომარე აცხადებს, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებული საკითხები საჯარო პირთა აქტივობებით უნდა გადაწყდეს. ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის განცხადება საზღვრის დემარკაციაზე იყო სწორი.

„ჩემი კომენტარი იყო ძალიან ცხადი. ორი რამე გავმიჯნე ერთმანეთისგან. ეს არის ხელისუფლების ჩართულობა ამ საკითხის მოგვარებაში და ეს არის კერძო აქტივობები. სამწუხაროდ, ზოგიერთ თქვენს კოლეგას მოუნდა, რომ ამაზე აეგო ერთგვარი მინი სკანდალი, თუ შეიძლება ამას დაერქვას. რეალურად ძალიან ცხადად ჩანდა, თუ რა იგულისხმებოდა ამ განცხადებაში. არის საჯარო პირთა აქტივობები და არის კერძო აქტივობები. და კიდევ ერთხელ შემიძლია ეს გავიმეორო, რომ მნიშვნელოვანის საჯარო ხელისუფლების პირთა ჩართულობით გადაწყდეს ასეთი საკითხები და კერძო აქტივობები ასეთ შემთხვევაში არ არის..

ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს რაც შეეხება. ქალბატონი სალომე არ არის კერძო პირი, ის წარმოადგენს ხელისუფლებას და ის არის უმაღლესი თანამდებობის პირი, ის არის სახელმწიფოს მეთაური საქართველოს კონსტიტუციის თანახმად და შესაბამისად, მას შეუძლია, რა თქმა უნდა, ასეთი განცხადებების გაკეთება და მინიშნება იმის თაობაზე, რომ განსახორციელებელია დემარკაცია და დელიმიტაცია, არის აბსოლუტურად სწორი და მთავარია ეს ყველაფერი გადაწყდეს ხელისუფლებებს შორის კონსულტაციების ფორმატში. ამისთვის არსებობს კონკრეტული ფორმატები. არის კომისია და რა თქმა უნდა უფრო მაღალ დონეზე შეიძლება იქნეს განხილული ეს საკითხი.

ამიტომ, კიდევ ერთხელ, ჩემი მოწოდება არის ის, რომ ჯობია საჯარო აქტივობები განხორციელდეს ამ საკითხის გარშემო და კერძო აქტივობები, ეს იქნებოდა ჩემი განცხადება, მომავალშიც არ შეუწყობს ხელს დიდად ამ საკითხის მოგვარებას. აზერბაიჯანი არის ჩვენი მეგობარი სახელმწიფო და ჩვენ გვაქვს შესანიშნავი ურთიერთობები ხელისუფლებებს შორის და მოდით, ამ რეჟიმში დავტოვოთ ეს საკითხი",-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ TV პირველის პირდაპირ ეთერში.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42