„მზად ვართ, ეუთოს ყველა რეკომენდაცია განვიხილოთ და ავსახოთ კანონმდებლობაში“ - კობახიძე საარჩევნო სისტემაზე
პოლიტიკა - 02:21, 12 Jun, 2019     860
ჩვენ მზად ვართ ეუთო/ოდირის რეკომენდაციები გავითვალისწინოთ და კანონმდებლობაში ავსახოთ - ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ტვ პირველის ეთერში გააკეთა. კობახიძე ამბობს, რომ ამასთან დაკავშირებული შეკრება ხუთშაბათს გაიმართება.

„არჩევნებმა, შეიძლება, დაკარგა აზრი „ნაციონალური მოძრაობისთვის", თუმცა, არჩევნები ვერ დაკარგავს, ვერავითარ შემთხვევაში, თავის აზრს ქართული დემოკრატიისთვის. ჩატარდება მომავალშიც დემოკრატიული არჩევნები. რაც შეეხება კონკრეტულ შენიშვნებს, ჩვენ ვიკრიბებით ზუსტად ზეგ, საარჩევნო კანონმდებლობასთან დაკავშირებით და ზუსტად აქცენტი გაკეთდება ეუთო/ოდირის რეკომენდაციებზე. ჩვენ მზად ვართ, რომ ყველა შესაბამისი რეკომენდაცია განვიხილოთ და ავსახოთ კანონმდებლობაში.

არის ჯამში, დაახლოებით, 30-40 რეკომენდაცია, მათ შორის, ტექნიკურ საკითხებს ეხება, შინაარსობრივ საკითხებს, ჯერ არ გავუსწრებთ წინ მოვლენებს, თითოეულ საკითხზე გვექნება დეტალურად დისკუსია და ამის საფუძველზე ჩამოყალიბდება ახალი პროექტი, რომლის მიხედვითაც უნდა შევიდეს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში. ეს ხელს შეუწყობს საარჩევნო გარემოს კიდევ უფრო მეტად გაუმჯობესებას. ხარვეზები არის ყველა არჩევნებში, თუმცა, კიდევ ერთხელ, მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია ვთქვა, რომ რაც არის ამომრჩევლის განწყობა, იმ განწყობისგან არ განსხვავდება, საბოლოო ჯამში, არჩევნების შედეგები. პარტიული რესურსით შეიძლება პლიუს-მინუს 2-3 % შეიძლება მოუმატო ან დააკლო შენს საარჩევნო შედეგს, მაგრამ ამის იქით არჩევნების შედეგი ვერ იცვლება.

იგივე, გახსოვთ, არჩევნების პირველ ტურში, რაც იყო საბოლოო ჯამში, განწყობა, ის განწყობა აისახა და დაფიქსირდა 39 % ჩვენს მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ - პირველ ტურზე მაქვს საუბარი. თუ განწყობა არის კონკრეტული, საზოგადოების მხრიდან, ამ განწყობას ვერანაირად ვერ გადააქცევ 40 პროცენტიდან 60 პროცენტად და ვერც 7 და 8 პროცენტს ვერ მოუმატებ, ეს არის რეალური სურათი, განსხვავებით, იგივე, წინა ხელისუფლების პრაქტიკისგან, რომელიც, რეალურად, ათპროცენტიან და ოც პროცენტიან გაყალბებას ახორციელებდა",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ „ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში.​





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42