მისივე თქმით, აღნიშნული საკითხის განხილვა მომდევნო კვირას, მთავრობის სხდომაზე იგეგმება.
ბახტაძის განცხადებით, ანაკლიის პორტს საქართველოსთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ამ პროექტთან დაკავშირებით ის ქალაქ სიეტლში შეხვდა "ეს ეს ეი მარნის" ხელმძღვანელობას, რომელიც ანაკლიის კონსორციუმის მონაწილეა.
"ჩვენ ვართ დაინტერესებული იმაში, რომ ამ პროფილის მქონე ყველაზე ძლიერი ამერიკული კომპანიები წარმოდგენილნი იყვნენ ამ პროექტში. ამ პროექტს ჩვენი სრული მხარდაჭერა აქვს. როგორც კი ჩამოვალ, შემდეგ კვირას გვექნება მთავრობის სხდომა და მოხდება ამ საკითხის განხილვა და გადავადება ვადების. თითოეული ჩვენთაგანი დარწმუნებული უნდა იყოს იმაში, რომ ამ პროექტის რეალიზაცია არის თითოეული ნაბიჯით განსაზღვრული, რომელსაც კონკრეტული შედეგი მოაქვს. ჩვენ, მთავრობამ ავიღეთ ვალდებულება და ვასრულებთ მას და მაქსიმალურად ვცდილობთ დავეხმაროთ კონსორციუმს რომ მათ შეასრულონ ვალდებულებები, რათა საბოლოო ჯამში მოხდეს ამ მნიშვნელოვანი პროექტის რეალიზაცია.
ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს რომ დავეხმაროთ კონსორციუმს მის მიერვე აღებული ვალდებულებების შესრულებაში", - განაცხადა პრემიერმინისტრმა.
11 ივნისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ, საქართველოს პრემიერ მინისტრთან შეხვედრის შემდეგ იმედი გამოთქვა, რომ საქართველო ბოლომდე მიიყვანს ანაკლიის პორტის პროექტს. პომპეოს თქმით, პორტი გააღრმავებს საქართველოს ურთიერთობას თავისუფალ ეკონომიკასთან და თავიდან აარიდებს რუსულ და ჩინურ ეკონომიკურ ზეგავლენას.
მასალის გამოყენების პირობები






