აშშ-ის სახელმწიფო მდივნის განცხადებით, საქართველო ამერიკისთვის კვლავ სტრატეგიული პარტნიორია და თეთრი სახლი მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობას. მას ასევე გააკრიტიკა რუსეთი, რადგან ის არ ასრულებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს. ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანებას. აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ისაუბრა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ საიუბილეო დეკლარაციაში, რომელიც დღეს გამოიცემა, განსაზღვრულია ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო მიმართულებები.
„საქართველო უძველესი კულტურისა და ამაყი ხალხის სამშობლოა. მისი ისტორია კავკასიის უზარმაზარ მთებსა და შავი ზღვას შორის იწერებოდა. ქვეყნის დედაქალაქის - თბილისის - ცენტრში დრაკონის შემმუსვრელი წმინდა გიორგის მონუმენტია აღმართული. ამ სვეტზე გამოსახული ამბავი ქართველი ხალხის სულისკვეთებას გამოხატავს - ერის მამაც და უშიშარ ხასიათს წარმოაჩენს. ამის მომსწრენი გავხდით მას შემდეგ, რაც სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ქარტიას მოვაწერეთ ხელი და წელს ამ დოკუმენტის 10 წლის იუბილე აღინიშნება.ჩვენი ერები მჭიდროდ თანამშრომლობენ ამ პერიოდში საკითხების ფართო სპექტრზე, მათ შორის: თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე, ვაჭრობა და ენერგეტიკა, დემოკრატიის გაძლიერება და კულტურათა დიალოგის შესაძლებლობების შექმნა. მთელი ათწლეულის განმავლობაში საქართველომ საოცარი გამძლეობა გამოიჩინა 2008 წელს რუსეთის მიერ მისი დაპყრობისა და ოკუპაციისას. დღეს საქართველო კვლავ მიიჩნევა საერთაშორისო ტურიზმის დანიშნულების ცენტრად, ამერიკის შეერთებული შტატების სტრატეგიულ პარტნიორად და გლობალური უსაფრთხოების ძალისხმევის მონაწილედ. იმედი მაქვს, რომ ორმხრივი ურთიერთობები კვლავ მჭიდრო მეგობრული სულისკვეთებით წარიმართება და საერთო ვალდებულებებს დაეფუძნება. საქართველომ ლიდერის როლი იკისრა ნატო-ს ასპირანტი მოკავშირის რანგში და ალბათ ეს იმ მიზეზთაგანია, რის გამოც მჭიდროდ ვთანამშრომლობთ. პრეზიდენტმა ტრამპმა ყველა ერს მოუწოდა მეტი ძალისხმევა გამოიჩინონ იმისათვის, რომ გლობალური გამოწვევები იქნეს დაძლეული. საქართველო ამ მოწოდებას პირნათლად ასრულებს ავღანეთში ტერორიზმთან ბრძოლის კონტექსტში. ახლა, როცა თქვენს წინაშე ვსაუბრობთ 32 მამაცი ქართველმა მეომარმა იცის, რომ ყველაფერი დათმეს იმისათვის, რომ ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად მხარდამხარ იბრძოლონ მშვიდობისთვის. ჯამში 870 ქართველ ჯარისკაცს აქვს წვლილი შეტანილი იქ ნატო-ს სამშვიდობო მისიაში. ავღანეთის გარდა, საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მისმა ძალებმა ნატო-ს ჯარებთან ინტეგრაცია უნაკლოდ მოახდინონ. ამ მიმართულებით დამატებითი წინსვლა ჩვენს სტრატეგიულ მიზნებსაც განამტკიცებს, რადგან ალიანსი განაგრძობს საქართველოსთან თანამშრომლობას შავი ზღვის რეგიონული ინიციატივის ფორმატშიც. საქართველოს ძალისხმევა მიძლიერებს რწმენას და პრეზიდენტ ტრამპისა და აშშ-ის მთელი მთავრობის სახელით ვაცხადებ, რომ თქვენ არ მოგაკლდებათ ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა ნატო-ში გაწევრიანების გზაზე.” - აღნიშნა მაიკლ პომპეომ.
მასალის გამოყენების პირობები






