„პროკურორი არ გამოცხადდა იმ დღეს, როცა განაჩენი უნდა გამოეცხადებინა მოსამართლეს. მოხდა ის, რომ დადგა შუამდგომლობა, თავდებში ვუდგებოდით ჩვენ დეპუტატები ზვიად კუპრავას, რომ აღმკვეთის ღობისძიება შცვლილიყო. რისთვი ჰყავს ეს ადამიანი პატიმრობაში? ამავე შენობაში სასამართლოში მოსამართლეს შეაგინაო, და ამავე შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე პანღური ამოარტყა ადამიოანსო, რომლის მტკიცებულებაც არ არსებობს და ეს ხდება მაშინ როცა უამრავი მაგალითი გვაქვს ქვეყანაში, სადაც ჯაჭვით მისდევს ჭიდაობის ფედერაციის მოქმედი პრეზიდენტი სპორტსმენს და ის გარეთ დადის, კორცხელის მოძალადები და სხვა რამდნი ფაქტი ჩამოვთვალოთ... ივანიშვილი გამოიმუშავებს რევოლუცია და ამ სიტყვას არ უნდა მოვერიდოთ. იქ, სადა აღარ არსებობს სასამართლო, რომელაც მართავს მუყრუსიძე და ჩინჩალაძე, იქ სადაც პარლამენტს მართავს კობახიძე და შს სამინისტრო, რომელსაც მართავს გახარია... ასეთი ხელისუფლება თავის მოღავწეობას მმართვის სადავეებთან ამთავრებს რევოლუციით და რევოლუცია მოხდა ან საარჩევნო ურნებთან ან უბნებს მიღმა. ივანიშვილი საზოგადოების მოთმინებას და რაც მიიღებს ამაზე, ძალიან მალე ვნახავთ... ამისი მაგალითები არსებობს უკვე უკრიანაში, ვხედავთ რა ხდება მოლოდვაში და ვნახეთ, რაც მოხდა სომხეთში. ივანიშვილი ვერ იქნება გამონაკლისი და ის ცდილობს დანაშაულს დანაშაული დაუმატოს და ამით გაიხანგრძლივოს მმართველობა. ის ზამბარა, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება ჭიმავს, ძალიან მტკივნეულად მოხვდება მას ცხვირპირში და ეს არის გარდაუვალი“ - განაცხადა ნიკა მელიამ.
მასალის გამოყენების პირობები






