ერთიანი ნაციონალური მოძრაობა კონკურსს აცხადებს. როგორც "ნიუპოსტს" პარტიიდან აცნობეს, მათი სურვალია მეტი მოქალაქე ჩაერთოს პარტიის ცხოვრებაში:
"ჩვენ გვინდა, რომ გადაწყვეტილებები თქვენთან ერთად მივიღოთ!
საქართველოს მეტი მოქალაქე ჩაერთოს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცხოვრებაში და თქვენთან ერთად დავნერგოთ პარტიის მართვის თანამედროვე მექანიზმები.
სწორედ ამიტომ, გთხოვთ მოგვაწოდოთ პროექტები ქვემოთ ჩამოთვლილ საკითხებზე:
პარტიის ელექტრონული პლატფორმა, რომელიც გულისხმობს შემდეგს:
ელექტრონული კენჭისყრები
პარტიის მხარდამჭერებს, წევრებსა და პოლიტიკური საბჭოს წარმომადგენლებს შორის დისკუსიასა და ორმხრივი კომუნიკაციის მექანიზმებს
გადაწყვეტილებების მიღების ოპერატიულობასა და ჩართულობის მეთოდებს
პარტიის ახალი ლოგო
არტიის საქმიანობასთან დაკავშირებული კრეატიული და ინოვაციურ იდეები
გთხოვთ მოგვაწოდოთ თქვენი იდეები 8 ივლისამდე.
იდეების განხილვა საჯაროდ და ფართო მონაწილეობით მოხდება. შერჩეული ელექტრონული პლატფორმისა და ლოგოს ხარჯები ანაზღაურდება.
დაგვიკავშირდით შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: unmgeo@gmail.com
(გთხოვთ სათაურის ველში (subject) მიუთითოთ დასახელება - გამოცხადებული კონკურსის რომელ ნაწილში იღებთ მონაწილეობას)"- წერია განცხადებში.
მასალის გამოყენების პირობები






