"ქალები საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ გამწევ ძალას წარმოადგენენ"- ნათია თურნავა
პოლიტიკა - 18:43, 10 Jun, 2019     831

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ბიზნესგაერთიანების „ქალები მომავლისთვის" წევრებს შეხვდა, რომლებიც, ძირითადად, მცირე და საშუალო ბიზნესს წარმოადგენდნენ. ნათია თურნავასთან ერთად, მათ შეკითხვებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ეკატერინე მიქაბაძე, სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი და სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი პასუხობდნენ.

შეხვედრაზე საუბარი წარიმართა ეკონომიკის სამინისტროს უახლოეს პრიორიტეტებზე, მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამებზე. შეხვედრის მონაწილე საქმიანი ქალბატონები განსაკუთრებით დააინტერესა სამინისტროს პროაქტიულმა საინვესტიციო პოლიტიკამ, რომელიც პოტენციური ინვესტორების „ერთი ფანჯრის" პრინციპით მომსახურებას ითვალისწინებს. ასევე ყურადღება გამახვილდა ბიზნეს სახლის პროექტზე, რომელიც ბიზნესისთვის სახელმწიფო სერვისების ვირტუალურ მიწოდებას გულისხმობს.

მინისტრის მხრიდან გაკეთებული მოკლე პრეზენტაციის შემდეგ, ნათია თურნავამ დარბაზის შეკითხვებს უპასუხა.

შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ კომენტარში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ დიდი მნიშვნელობა მიანიჭა კომუნიკაციის გაღრმავებას ისეთ ბიზნესორგანიზაციებთან, როგორიცაა „ქალები მომავლისთვის", სადაც კომპანიების მფლობელები და მაღალი რანგის მენეჯერი, აგრეთვე მცირე და საშუალო ბიზნესში დასაქმებული ქალები არიან გაერთიანებული.

„ქალები საქართველოს ეკონომიკური განვითარების ერთ-ერთ გამწევ ძალას წარმოადგენენ. დღეს ჩვენ ვიმსჯელეთ ბევრ საკითხზე, მათ შორის, იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დგას დღეს ბიზნესი. ასევე მოვუყევით ახალი ინიციატივების შესახებ, მათ შორის, რას ვგეგმავთ ფინანსებზე ხელმისაწვდომობის, ასევე ადგილობრივი ქართული წარმოების ხელშეწყობისთვის. ასეთი ტიპის შეხვედრებს მომავალშიც გავაგრძელებთ," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42