დღეს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა წლიური ანგარიში წარუდგინა. ოპოზიცია ეროვნული ბანკის არასწორ მუშაობაზე საუბრობს და აცხადებს, რომ გვენეტაძის ხელმძღვანელობით ბანკმა არაერთი შეცდომა დაუშვა.
ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე რომან გოცირიძე ყურადღებას ლარის არამდგრადობაზე ამახვილებს და ამბობს, რომ ასეთი არასტაბილური ეკონომიკური გარემო ბიზნესზე უარყოფით გავლენას მოახდენს.
„მეშვიდე წელია, არის მუდმივი მოლოდინი, რომ ლარი გაუფასურდება, რომ ფასები გაიზრდება, ბიზნესი ვერ გეგმავს თავის მომავალს, ვინაიდან არ იცის, თუ როგორი იქნება ლარის კურსი დღეს, ხვალ. ქვეყანა არის იმპორტზე დამოკიდებული და ნებისმიერი ლარის ასეთი მკვეთრი რყევები, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ეს ყოველთვის ბიზნეს გარემოზე მოქმედებს ცუდად,“- განაცხადა გოცირიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






