"ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გივი ცინცაძემ „ნიუპოსტს“ ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდბობით მოპოვებული ინფორმაცია მიაწოდა. ნანახმა მოლოდინს ნამდვილად გადააჭარბა.
“ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე და არჩევნებში გამარჯვების შემდეგ „ქართული ოცნება“ და მისი დამქაშები მოსახლეობისა და რაიონის აყვავებაზე, სოციალური, ეკონომიკური თუ ინფრასტრუქტურული მდგომარეობის განვითარებაზე უსირცხვილოდ ლაპარაკობენ და „თვალებში ნაცრის შეყრით“ ატყუებენ მოსახლეობას. მათ არ ადარდებთ ადგილობრივი ლანჩხუთელების ბედ-იღბალი - ის თუ რითი გაიტანს რიგითი ლანჩხუთელი თვიდან თვემდე თავს და რით გამოკვებავს საკუთარ ოჯახს. სამაგიეროდ ადარდებს მხოლოდ საკუთარი ჯიბე და საკუთარი ოჯახის კეთილდღეობა”- განაცხადა ცინცაძემ.
მისი თქმით, 2017 წლის დეკემბრიდან დღემდე ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერიმა ალექსანდრე სარიშვილმა ხელფასის სახით, 47 700 ლარი აიღო. სარიშვილის მოადგილემ, გიორგი ფაცურიამ კი ჯამში 34 200 ლარი.
სიაში საპატიო მესამე ადგილს საკრებულოს თავმჯდომარე ბესიკ ტაბიძე 47 700 ლარით იკავებს.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, ვლადიმერ ნანაძემ კი ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში 36 000 ლარი აიღო.
სამანდატო, საპროცედურო, იურიდიულ საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე - ვერიკო კვირკველია : 30 600 ლარი; საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე - ალექსანდრე მახათაძე - 30 600 ლარი
სივრცით-ტერიტორიული დაგეგმარებისა და ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე - გიორგი გვარჯალაძე : 30 600 ლარი
ეკონომიკის, ქონების მართვისა და ბუნებრივი რესურსების საკითხთა კომისიის თავმჯდომარე - გიორგი ჩახვაძე : 30 600 ლარი
სოციალურ საკითხთა, განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე -ელისო ჭიჭინაძე : 30 600 ლარი
ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის უფროსი - მაგული კუნჭულია : 27 00 ლარი
ზედამხედველობის სამსახურის უფროსი - თენგიზ ხელაძე : 27 000 ლარი
შიდა აუდიტისა და ინსპექტირების სამსახური - მამუკა ვადაჭკორია : 27 000 ლარი
იურიდიული სამსახურის უფროსი - შოთა ჩაგუნავა : 27 000 ლარი
სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსი - თამარ ფირცხალაიშვილი : 27 000 ლარი
განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი - ია ჩხაიძე : 27 000 ლარი
საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსი - როლანდ ლაშხია : 27 000 ლარი
სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი - ლევან ჩხაიძე : 27 000 ლარი
ეკონომიკისა და ქონების მაართვის სამსახურის უფროსი - გიორგი ნაჭყებია : 27 000 ლარი
სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის უფროსი - დავით პატარაია : 27 000 ლარი
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე - ბესიკ კუპრაძე : 30 600 ლარი
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე - ციცინო ჩხაიძე : 22 500 ლარი
ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე - კახა კვიტაიშვილი : 22 500 ლარი
ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავჯდომარე - გოგი მორჩილაძე 30 600 ლარი
ფრაქცია „ქართული ოცნება-კონსერვატორების” თავჯდომარის მოადგილე - ზურაბ კუკულავა : 22 500 ლარი
ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარე - სპარტაკ კვაჭაძე : 30 600 ლარი
ფრაქცია „ქართული ოცნება-მრეწველების“ თავმჯდომარის მოადგილე - კახა ბოლქვაძე : 22 500 ლარი
ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარე - ზაზა წულაძე : 30 600 ლარი
ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეების“ თავმჯდომარის მოადგილე - ოთარ პატეიშვილი : 22 500 ლარი
"საერთო ჯამში კი ეს თანხა, რომელიც ლანჩხუთელი მოსახლეობის ხარჯზე ერიცხებათ ამ უსაქმურებს, 823 500 ლარს აღწევს. ამ ყველაფერს ემატება ბიუჯეტიდან გაფლანგული მილიონობით ლარი, რომელიც ტენდერების სახით ვის ჯიბეში მიდის ღმერთმა იცის. ამ ყველაფრის ფონზე კი რიგითი ლანჩხუთელი განვადებით ყიდულობს ფქვილს , რომ შიმშილით არ მოკვდეს. მას აწუხებს ფიქრი მხოლოდ იმაზე - როგორი იქნება მომდევნო დღე. აფთიაქში შესულს რა ფასი დახვდება წამალზე რომელიც მას სასიცოცხლოდ სჭირდება , როგორ გადაიხდის ვალს, კომუნალურებს და ა.შ. რომლებიც ყოველდღიურად უძვირდება. თქვენ თვითონაც ხვდებით , რომ ახალ ტანსაცმელზე, რაიმე საოჯახო , ღირებული ნივთის შეძენაზე ლაპარაკიც კი ზედმეტია. მისი ყოვედღიური ყოფა „ქართული ოცნების“ პირობებში უფროდაუფრო მძიმდება და უარესდება, თუმცა მჯერა ლანჩხუთელების გაუტეხლობის და იმის, რომ ისინი ამ სიდუხჭირეს და „ქართულ ოცნებას“ მედგრად გაუმკლავდებიან. გამონახავენ ძალას, საკადრის პასუხს გასცემენ და ყურებით გამოათრევენ ამ გაქსუებულ ჩინოვნიკებს საკუთარი კაბინეტებიდან. ხალხი შიმშილობს, ადგილობრივი მაღალჩინოსნები კი მათ ხარჯზე, ბიუჯეტის ფულით "გულაობენ".
მე, გივი ცინცაძე, როგორც რიგითი ლანჩხუთელი „ჯარისკაცი“ ყოველთვის ჩემი ხალხის მხარეს ვიდგები. მათთან ერთად დავიწყებ თითოეული ოჯახის კეთილდღეობის და წინსვლისთვის ზრუნვას, რათა ის პრობლემები , რომლებიც მატყუარა „ქართული ოცნების“ პირობებშია შექმნილი აღმოიფხვრას, ლანჩხუთმა და ლანჩხუთელებმა კი დაიბრუნონ ძველი დიდება !!!
შრომის ანაზღაურება არაერთხელ და არაერთი მთავრობის დროს გამხდარა საჯარო განსჯის საგანი. ფაქტია, რომ ამ მხრივ მადას არც ყოფილი ხელისუფლება უჩიოდა და ვერც მოქმედმა გაუძლო ბიუჯეტის ხარჯზე გამდიდრების ცდუნებას. ვინ ვისზე მეტი ხელფასი და პრემია გამოიწერა? ვის ეკუთვნოდა და ვის არა? ყველაზე ხშირად სწორედ ეს კითხვებია აქტუალური, არადა, ყველაზე მთავარი ის არის, რომ ბიუჯეტი გადასახადის გადამხდელის ჯიბიდან ამოღებული ფულით ივსება და კიდევ ის, თუ რა თანხა იხარჯება ყოველწლიურად სახელმწიფო სალაროდან საჯარო მოხელეთა ხელფასების ასანაზღაურებლად"- აცხადებს ცინცაძე.
მასალის გამოყენების პირობები






