არჩევნების დროს ძალადობასა და შანტაჟზე დასმულ შეკითხვას თალაკვაძემ „რუსთავი 2“-ის დადანაშაულებით უპასუხა
პოლიტიკა - 13:34, 10 Jun, 2019     980
საპარლამენტო უმრავლესობისა და ბიძინა ივანიშვილის შეხვედრის დასრულების შემდეგ მედიასთან კომენტარი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, არჩილ თალაკვაძემ გააკეთა და განაცხადა, რომ შეხვედრაზე მთავარი განსახილველი საკითხი შუალედური არჩევნები იყო. თალაკვაძის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობამ განვითარებულინ პროცესები და შედეგები შეაჯამა.


„ჩვენ შევაჯამეთ შუალედური არჩევნების შედეგები. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოების თითოეულ მოქალაქეს მონაწილეობისთვის და განსაკუთრებით ჩვენს მხარდამჭერებს, ვინც კიდევ ერთხელ გამოგვიცხადა ასეთი მაღალი ნდობა. ჩვენ ვიმსჯელეთ სამომავლო პროექტებთან და მიმართულებებზე და ასევე, მინდა გითხრათ რომ ეს პასუხისმგებლობა, რომელიც შუალედური არჩევნების შემდეგ, ჩვენთვის კიდევ უფრო ძლიერია, ეს მოტივაცია, რომელიც შუალედური არჩევნების შემდეგ მიიღო თითოეულმა ჩვენმა თანაგუნდელმა, იქნება აუცილებლად ჩვენი მხრიდან გამოყენებული, რომ კიდევ უფრო გავააქტიუროთ ჩვენი საქმიანობა დედაქალაქსა და რეგიონებში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ამომრჩეველზე განხორციელებულ ზეწოლასთან დაკავშირებით დასმული კითხვას არჩილ თალაკვაძემ მედიის დადანაშაულებით უპასუხა "რუსთავი2"-ს მედიასტანდარტის დარღვევაში დასდო ბრალი.

„ის, რაც გუშინ ჩვენ "რუსთავი 2"-ის მხრიდან ვიხილეთ, მე ვფიქრობ, ყოველგვარ მედია სტანდარტს სცდება. ძალიან სამწუხაროა, რომ თქვენმა ხელმძღვანელობამ ჟურნალისტებს აიძულა, რომ ესეთ მარგინალურ ხაზში შევიდეს ესეთი საერთო ეროვნული მასშტაბის მაუწყებლობის მქონე ტელევიზია. მე კიდევ ერთხელ მოგიწოდეთ, რომ თქვენ გახსნათ პლატფორმები თქვენს ტელევიზიაში, რათა ამ საკითხებზე იყოს ღია მსჯელობა და ჩვენი მხარე იყოს წარმოდგენილი სათანადოდ და ასე ცალმხრივად არ ხდებოდეს გაშუქება ამ პროცესების, იმიტომ რომ თქვენ სამწუხაროდ, ხართ დაკავებული რეალობის გადაკეთებით და არ გინდათ თვალი გაუსწოროთ იმ შედეგებს, რომელიც არჩევნებმა გუშინ კიდევ ერთხელ აჩვენა “ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42