„ევროპულმა საქართველომ“ მთაწმინდის ოლქში ამომრჩეველზე ზეწოლის ფაქტები გაასაჯაროვა. კადრები ჯამბულის ქუჩაზეა გადაღებული და კრიმინალური ავტორიტეტების მობილიზებას, ასევე, მათი მხრიდან განხორციელებულ ზეწოლას ასახავს. მათ შეურაცხყოფა მიაყენეს „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერებს - ნინო გოგუაძეს და ელენე ხოშტარიას.
„ჯამბულის ქუჩაზე პირადად ვიმყოფებოდით მე და ნინო გოგუაძე, რადგან აქ იყვნენ კრიმინალური ავტორიტეტები მობილიზებულები. „ქართულმა ოცნებამ“ გუშინ ყველა უბანზე მოაწყო კრიმინალების მობილიზება. ამ ყველაფერს უყურებდა პოლიცია. მე არ მინდა, რომ ჩემი ქვეყნის პოლიცია ასეთ კრიმინალების მიერ ქალებზე ძალადობას უყურებდეს. ბევრ უბანზე ხდებოდა იგივე. აქ იყო ე.წ. დობო, მისი მეგობარი გაგი მადოევი და კიდევ ბევრი კრიმინალური სახე. დემე, რომელიც კალაძის მარჯვენა ხელია და საარჩევნო საქმეებს უგვარებს. აქვე ჩანდა რკინიგზის თანამშრომელი ანი გელოვანი. ანუ სიპები, აიპები, საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანები, რომლებსაც ჩვენ ვუხდით ხელფასს, კრიმინალური ავტორიტეტები, რომელიც დაკავშირებულები არიან კალაძესთან, ხელისუფლებასთან. ეს არის ის გზა, რომლითაც ხელისუფლება გვართმევს არჩევანს, მაგრამ გარდა ამისა, ეს ანგრევს ქვეყანას. რადგან როდესაც პოლიცია დგას, უყურებს ძალადობას და ვერაფერს ვერ აკეთებს, ეს არის ქვეყნის ფუნდამენტის დანგრევა, რომელიც ჩვენ არ უნდა დავუშვათ“- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






