„მამა გიორგი ციხეში ივანიშვილის უშუალო ბრძანებით გამოკეტეს, მეუფე იაკობი „ციანიდის საქმის“ გამო დააწინაურეს“
პოლიტიკა - 12:17, 10 Jun, 2019     6517
ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა, თორნიკე მამალაძე „ნიუპოსტთან“ სკანდალურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ „უდანაშაულო მღვდელი ციხეში ბიძინა ივანიშვილის უშუალო ბრძანევით გამოკეტეს“.

მამალაძის უკმაყოფილება გამოიწვია ეპისკოპოსი იაკობის მთავარეპისკოპოსის ხარისხში აღიყვანამ.

მსჯავრდებული სასულიერო პირის ოჯახის წევრი ამბობს, რომ რეზონანსული საქმის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის დაწინაურება ჯილდოა, რომელიც მამალაძის თქმით, მთავარეპისკოპოსს „ციანიდის საქმის“ წარმატებით განხორციელებისთვის გადასცა“.

თორნიკე მამალაძე ბიძინა ივანიშვილს იმის გამოც აკრიტიკებს, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ სანთელს ცეცხლი პირდაპირ, წმინდა ტრაპეზიდან მოუკიდა. მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ ტრაპეზთან მიახლება მხოლოდ სასულიერო პირის უფლებაა გამონაკლისის გარეშე.

„ივანიშვილისთვის ასეთი პრივილეგიის მინიჭება ფულისა და გავლენის სანაცვლოდ ეკლესიის სიწმინდის გაყიდვას ნიშნავს! მეგობრებო, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, დედაეკლესია უზურპირებულია ქრისტეს მოღალატე ადამიანების მიერ!“- ამბობს თორნიკე მამალაძე.

დეკანოზის ძმა მეუფე იაკობს „მამა გიორგი მამალაძის დაკავების მთავარ ორგანიზატორს“ უწოდებს.

„მეუფე იაკობი არის „ციანიდის საქმის“ ერთ-ერთი მთავარი ორგანიზატორი. მთავარი პროკურატურის მასალებშიც კი მეუფე იაკობი არაერთხელ ფიქსირდება. მათ შორის, როდესაც საქმის მთავარი მოწმე, ირაკლი მამალაძე როდესაც მიდის პროკურატურაში ერთ-ერთი პირი სწორედ მეუფე იაკობია. ეს ხდება ჩემი ძმის დაკავებამდე 2-3 კვირით ადრე.

გუშინ კი ჩვენ დავინახეთ, რომ ეს ადამიანი დააწინაურეს, მიანიჭეს მთავარეპისკოპოსობა. რაც ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ქრისტიანისთვის გულსატკენია - დედა ეკლესიაში წინაურდებიან ისეთი ადამიანები, როგორიც მეუფე იაკობია“- უთხრა „ნიუპოსტს“ თორნიკე მამალაძემ.

მისი თქმით, ივანიშვილის გავლენა ეკლესიაში დღითი-დღე ძლიერდება.

„სასულიერო პირებს კითხვაც კი არ გასჩენიათ იმის შესახებ, როცა ივანიშვილმა ურცხვად, პირდაპირ წმინდა ტრაპეზიდან მოუკიდა ცეცხლი, რაც შეურაცხყოფაა, თუმცა ოლიგარქის ირგვლივ შემოკრებილმა მაღალი რანგის სასულიერო პირებმა ამაზე თვალი დახუჭეს. სამწუხაროა, რომ ჩვენი ეკლესია უკან-უკან მიდის და ეს ხდება შიდა მტრების ხელით, რომლებიც დღეს ლიდერებად მოგვევლინებიან“- აღნიშნა მსჯავრდებული დეკანოზის ძმამ.

თორნიკე მამალაძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მისი ძმა „საპატრიარქოში არსებული ძალების პირადი პატიმარია“.

„მამაოს პატიმრობაში ყოფნა საპატრიარქოს მოთხოვნაა, რაც ბიძინა ივანიშვილმა შეასრულა. მან გასცა ბრძანება, რომ დაეკევებინათ უდანაშაულო მღვდელი“- აცხადებს მამალაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42