„ქართული ოცნების“ ყოფილი აქტივისტი მმართველი პარტიის წევრს მუქარაში ადანაშაულებს. გოგიტა დალაქიშვილის თქმით, მასსა და სოსო ზაალიშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპრება არჩევნების დღეს მაშინ მოხდა, როცა მეუღლესთან ერთად ხმის მისაცემად მიდიოდა.
დალაქიშვილი განმარტავს, რომ მუქარის მიზეზი „რუსთავი2“-სთვის მიცემული ინტერვიუ და მასში ზაალიშვილის მხილება იყო.
„მე ერთხელ დავრეკე „რუსთავი2“-ში, რაღაც დახმარება მჭირდებოდა და ვითხოვე დახმარება. შემდეგ გაიჟღერა ამ ადამიანის სახელმა და გვარმა, რომელიც ითხოვდა იმ დროს ნიკა გვარამიას კომპრომეტირებას ჩემი მხრიდან და ეს ყველაფერი ჩემი მხრიდან არ შესრულდა, რა თქმა უნდა. შემხვდა და წამიყენა პრეტენზია, რომ მე ვიყავი ამაზე პასუხმოსათხოვი, ვიყავი საცემი და უნდოდა ფიზიკური შეურაცხყოფა მოეყენებინა, მაგრამ მე ამის საშუალება არ მივეცი. მითხრა, რომ ამაზე ყველაფერზე პასუხს ვაგებ მე. რატომ ვეკონტაქტები „რუსთავი2“-ს და რატომ ვამხელ მას,“-განაცხადა დალაქიშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






