ხმები დათვლილი არ არის - კალაძე კი გამარჯვებას უკვე ზეიმობს
პოლიტიკა - 20:13, 09 Jun, 2019     1426
მიუხედავად იმისა, რომ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანი გამარჯვებაში უკვე დარწმუნებულია.


"დიდი უპირატესობა მაძლევს საშუალებას, რომ მივულოცო ბატონ ლადო კახაძეს", - უთხრა კალაძემ ჟურნალისტებს.

მან მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" გუნდის თითოეულ წევრს და არჩევნებში ჩართულ ადამიანებს.

"პირველ რიგში, ვულოცავ მთაწმინდელებს მშვიდობიანად, სამართლიანად და დემოკრატიულად ჩატარებულ არჩევნებს.

მოგეხსენებათ 8 საათზე, დასრულდა ხმის მიცემის პროცესი და საარჩევნო უბნები დაიხურა.

ახლა იწყება ხმების დათვლის პროცესი და ყველა უნდა დაველოდოთ საბოლოო შედეგს, თუმცა წინასწარი მონაცემებით დაფიქსირებული დიდი უპირატესობა, მაძლევს საშუალებას, რომ მივულოცო ბატონ ლადო კახაძეს.

მადლობას ვუხდი ყველა ჩვენს მხარდამჭერს ამ გამარჯვებისთვის, მადლობას ვუხდი თითოეულ აგიტატორს და არჩევნებში ჩართულ ადამიანებს.

შუალედურ არჩევნებზე, ჩვენ კიდევ ერთხელ ვაჩვენეთ, რომ ვართ ძლიერი გუნდი, გვაქვს ქართველი ხალხის მხარდაჭერა და შეგვწევს ძალა, ვმართოთ და საზოგადოებასთან ერთად სწორი მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი ქვეყანა.

ეს შედეგი ჩვენთვის ნამდვილად არ ყოფილა მოულოდნელი, რადგან ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა და გვჯერა ქართველი ხალხის. მე ყოველთვის მჯეროდა და მჯერა, რომ თბილისელებს, მთაწმინდელებს, არ გაუჭირდებათ სწორი გადაწყვეტილების მიღება, სწორი ანალიზის გაკეთება, შავისა და თეთრის გარჩევა, ყოველთვის გააკეთებენ არჩევანს არა ტოტალიტარული წარსულის, არამედ სამართლიანი მომავლის, განვითარების სასარგებლოდ.

მიუხედავად იმისა, რომ დილიდან ადგილი ჰქონდა ოპონენტების მხრიდან სიტუაციის დაძაბვის, პროვოკაციების მცდელობას, არცერთი წამით არ შეგვპარვია ეჭვი ჩვენს საერთო გამარჯვებაში.

და ჩვენ ვპირდებით, ჩვენს თბილისელებს, ვპირდებით მთაწმინდელებს, რომ ეს გამარჯვება არ იქნება უბრალოდ ერთ შუალედურ არჩევნებში გამარჯვება, არ იქნება ერთი მაჟორიტარის გამარჯვება, ეს იქნება თითოეული თბილისელის და თითოეული მთაწმინდელის გამარჯვება.

ამას ჩვენ საქმით დავამტკიცებთ რა თქმა უნდა და დავამტკიცებთ იმ განსახორციელებელი პროექტებით, რომელიც გვაქვს დაგეგმილი მომდევნო თვეებისა და მომდევნო წლების განმავლობაში.

კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას!"- განაცხადა კალაძემ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42