შანიძის ქუჩაზე თბილისის საკრებულოს ქონების მართვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე "ევროპული საქართველოს" დამკვირვებელმა ნინო იმედაშვილმა "ძველ ბიჭებთან" საუბრის დროს შეამჩია.
„დავინახე, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელი და მაღალჩინოსანი ირაკლი ზარქუა ესაუბრებოდა უბნის „ძველ ბიჭებს". ჩავრთე კამერა და გადავიღე, იმიტომ, რომ ეს არ არის ნორმალური. ეს ნიშნავს იმას, რომ თვითმმართველობა მჭიდროდ თანამშრომლობს "ძველ ბიჭებთან" იმიტომ, რომ გაიმარჯვოს არჩევნებში. ზარქუა მთელი დღის განმავლობაში იმყოფება ამ უბანზე და ახდენს კოორდინატორთა მობილიზებას. თავად ირაკლი ზარქუა ძალიან გაღიზიანდა ამ ფაქტის შემდგომ და გვეჩხუბებოდა, გვეუბნებოდა, რომ ის შვებულებაშია და დღეს ჩვეულებრივი მოქალაქე იყო" - აღნიშნა დამკვირვებელმა.
საკრებულოს წევრის თქმით კი, მას საარჩევნო უბანთან ყოფნის უფლება კანონით აქვს.
„თუ კადრებია რამე და დარღვევა, მაგაზე ადეკვატური რეაგირება იქნება. იქ, სადაც თქვენ ახლა იმყოფებით და მეკითხებით, აქ არის სიმშვიდე, ფაქტია. მე ვარ წარმომადგენელი "ქართული ოცნების" და მხარს ვუჭერ იმ ხალხს და იმ საზოგადოებას, სადაც ახლა ვიმყოფები. კანონი არ ზღუდავს და კანონი მაძლევს ამის საშუალებას" - აღნიშნა საკრებულოს წევრმა.
მასალის გამოყენების პირობები






