„კოორდინატორები, საჯარო მოხელეები, კრიმინალური ელემენტები - ეს ბუკეტი თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ნებისმიერ საარჩევნო უბანზე დღეს მთაწმინდაზე და კრიმინალებთან შერწყმული "ქართული ოცნება" ასე ცდილობს ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის მოხდენას“-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.
დეპუტატი "ქართული ოცნების" ლიდერებს მიმართავს განმარტოს ვინ არის გიორგი დობორჯგინიძე, რომელიც დღეს ყოფილ ფეხბურთელთა გიორგი დემეტრაძესთან ერთად #13 უბანთან გადაადგილდება.
„ჩვენ ამ თხოვნას ვასრულებთ და ბატონ გიას (ვოლსკი), ასევე პოლიციის განყოფილებას მივმართავთ, რომ მივიდნენ მთაწმინდაზე #13 უბანზე და გაგვარკვიონ გიორგი დობორჯგინიძე რას აკეთებს. ის მოძრაობს ყოფილ ფეხბურთელთან გიორგი დემეტრაძესთან ერთად და იქ აკონტროლებს სიტუაციას. დობორჯგინიძე ნასამართლევია ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით და მისი სახელი ასევე უკავშირდება სადახლოში მომხდარ ხმაურიან მკვლელობას,“-განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.

შეგახსენებთ, დობორჯგინიძე ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით გასულ წელს დააკავეს. ოფიციალური დოკუმენტების თანახმად, დაკავებული ბრალს აღიარებდა.
დობორჯგინიძის, იგივე "დობო"-ს სახელი ე.წ სადახლოს მკვლელობის საქმეშიც ფიგურირებს.
გიორგი დობორჯგინიძე საქართველოს ნაკრების ყოფილი წევრის, გიორგი დემეტრაძის მეგობარია, დემეტრაძეს 2010 წელს ქურდული ტრადიციების მიმდევრობა ედებოდა ბრალად.
მასალის გამოყენების პირობები






