ხოშტარიას თქმით, ამომრჩეველთა არშემოწმება ე. წ საარჩევნო კარუსელის საფრთხეს ქმნის.
ხოშტარიასა და გოგუაძეს შენობაში არ უშვებდნენ, ეუბნებოდნენ, რომ მათ ამის უფლება არ ჰქონდათ. საშვთა ბიუროში 5 წუთის განმავლობაში ამოწმებდნენ ელენე ხოშტარია ნამდვილად არის თუ არა პარლამენტის დეპუტატი.
შენობაში შესვლის შემდეგ კი, ელენე ხოშტარიამ და ნინო გოგუაძემ ცესკოს თავმჯდომარესთან შეხვედრა ვერ მოახერხეს.
"დილიდან უბნებზე დაიწყო მასიური კანონდარღვევა. აბსოლუტურად ყველა ადამიანი, ვინც მიდის უბნებზე, უნდა იყოს გადამოწმებული სიაში, იმიტომ რომ ვიცოდეთ არის თუ არა ეს ადამიანი იმ უბნის ამომრჩეველი. შესაბამისად, ეს რომ მომხდარიყო მშვიდად, არეულობის და კონფლიქტის გარეშე, წინასწარ გვქონდა შეხვედრა ცესკოს თავმჯდომარესთან და ცესკო უზრუნველყოფდა ბევრ პლანშეტს და გადამოწმდებოდნენ ადამიანები. დილიდან საერთოდ არ იყენებენ პლანშეტებს და მოთხოვნა არის, რომ გადამოწმდნენ ადამიანები. იგნორირებას უკეთებენ ამ ყველაფერს და თამარ ჟვანიას მოუწევს ახლა ამ კითხვებზე პასუხის გაცემა"- განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
მასალის გამოყენების პირობები






