"ქართული ოცნება" ხელისუფლებაში ყოფნის ბოლო პერიოდს ითვლის" - ნიკა მელია
პოლიტიკა - 11:20, 09 Jun, 2019     960
"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ ნიკა მელია მთაწმინდაზე საკუთარი აღჩევანი დააფიქსირა.
მელიას გაცხადებით, "ქართულმა ოცნებამ" მთელი საარჩევნო კამპანია ისე ააწყო, რომ უნდოდათ ისტორიის გაყალბება.

"ხმა მივეცი ბატონ შავგულიძეს. ჩემთვის და ბევრი ადამიანისთვის ზნეობრივ კომპრომისზე წასვლა, როგორც მინიმუმ, არის ძალიან უხერხული და ზნეობრივ კომპრომისზე წასვლაა, როცა ხმის მიცემა შეიძლება მოგიწიოს მურუსიძისთვის. არაფერს არ ვერჩი ბატონ ლადო კახაძეს, ვიცნობ მას პირადად, უბრალოდ მე ბატონი შავგულიძის მოწინააღმდეგე საარჩევნო კამპანიისას დავინახე ყველა, გარდა რომელიმე კანდიდატისა ქართული ოცნების მხრიდან, დავინახე ბატონი მურუსიძე, რომელიც არც კი თაკილობდა დებატებში მონაწილეობას ბატონ შავგულიძესთან და მთელი კამპანია ისე აეწყო, რომ ისტორიის გაყალბებას ჰქონდა ადგილი და აწმყოს დამახინჯებას - თითქოს ბატონი მურუსიძე გახლავთ ფრთიანი ანგელოზი და ბატონი შავგულიძე არის ის ცუდი ადამიანი, რომელიც თუნდაც წინა ხელისუფლების, იმის წინა ხელისუფლების დროს, როგორც ადვოკატი იბრძოდა სამართლის დადგენისთვის. ამიტომ, ყველა, დღეს ვინც მოვა და ამ ფაქტორს მნიშვნელოვნად აღიქვამს, მხარს დაუჭერს ბატონ შავგულიძეს" - აცხადებს ნიკა მელია.

მისივე თქმით, როგორიც არ უნდა იყოს არჩევნების შედეგები, "ქართული ოცნება" ბოლო პერიოდს ითვლის.

"როგორც არ უნდა დამთავრდეს დღევანდელი არჩევნები, ერთი რამ დაგვანახა შუალედურმა არჩევნებმა - ქართული ოცნება ბოლო პერიოდს ითვლის მისი ხელისუფლებაში ყოფნისას. წესით და რიგით, შუალედურ არჩევნებს საერთოდ არ უნდა მოჰყოლოდა ვნებათაღელვა, მაგრამ ჩვენ დავინახეთ, რამდენი რამ იკადრა ქართულმა ოცნებამ, რის ხარჯზე მოიპოვა გამარჯვება სხვა ოლქებში და რას ჩადიოდა მაგალითად მთაწმინდაზეც.

ამ არჩევნებში თუ გაიმარჯვებს შავგულიძე ძალიან კარგი - ის იქნება ძალიან პროდუქტიული პარლამენტის წევრი და ერთი ოპოზიციონერი დეპუტატის შემოსვლაც საქმეა და თუ ვერ გაიმარჯვებს, ეს იქნება უბრალოდ გედის სიმღერა ქართული ოცნებისთვის ” - განაცხადა ნიკა მელიამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42