"ერთ მხარეს არის უძრაობა, უპერსპექტივობა, ზიზღსა და დაპირისპირებაზე აგებული პოლიტიკა, მეორე მხარეს კი შანსი, შევცვალოთ ეს ყველაფერი" - დავით ბაქრაძე
პოლიტიკა - 08:55, 09 Jun, 2019     670
ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, დავით ბაქრაძემ მთაწმინდის საარჩევნო ოლქში საკუთარი არჩევანი უკვე გააკეთა. ბაქრაძემ ხმა #27 საარჩევნო უბანზე მისცა.
დავით ბაქრაძის განცხადებით, მთაწმინდელებისთვის დღეს არის თვალსაჩინო და ნათელი არჩევანი - ერთ მხარეს არის უძრაობა და უპერსპექტივობა, მეორე მხარეს კი შანსი, შევცვალოთ ეს ყველაფერი.

„ჩვენი ამომრჩევლისთვის არის ძალიან თვალსაჩინო და ნათელი არჩევანი. ერთ მხარეს არის უძრაობა, უპერსპექტივობა, ზიზღზე, დაპირისპირებაზე და წარსულის ნგრევაზე აგებული პოლიტიკა, ხოლო მეორე მხარეს არის შანსი შევცვალოთ ეს ყველაფერი, წავიყვანოთ ქვეყანა წინ და ავირჩიოთ პარლამენტში ადამიანი, რომელიც მართლაც გამორჩეული იქნება საკუთარი წესიერებით და პროფესიონალიზმით.

ამიტომ ვფიქრობ, რომ არჩევანი არის სრულიად ნათელი და გასაგები. ბუნებრივია მე მხარი დავუჭირე ცვლილებებს, უკეთესობას და მხარი დავუჭირე პარლამენტში ადამიანს, რომელის პროფესიონალიზმი, კეთილშობილება და პატიოსნება ნამდვილად გამოადგება მთაწმინდელებს და არა მხოლოდ მთაწმინდელებს“,- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

მისივე თქმით, "ქართული ოცნების სტილია, რომ არჩევნების დღემდე ხდება უბნების დალაგება" და მსგავს ფაქტებს მეორე ტურამდეც ჰქონდა ადგილი.


"ქართული ოცნების საფირმო სტილია, რომ არჩევნების დღემდე ხდება უბნებზე სიტუაციის "დალაგება" და ეს "დალაგება" მიმდინარეობდა ამჯერადაც. ჩვენ გვქონდა წინასწარი ინფორმაცია ამომრჩეველზე ზეწოლის, მათზე სხვადასხვა არაკანონიერი ან ნახევრად კანონიერი მეთოდების გამოყენებით მუშაობის. წინა დღეებში ეს ინფორმაცია იყო და მედია და საზოგადოება ამ ინფორმაციას იღებდით.

რაიმე განსაკუთრებულ გართულებას უბნებზე დღეს არ ველოდებით. მე იმედი მაქვს, რომ ყველა ის ადამიანი, ვისთანაც წინა დღეებში ქართული ოცნება მუშაობდა და ცდილობდა, დარწმუნებინა ხმის მისაცემად, მოვა და ყველას გაახსენდება, რომ ცხოვრება არ შედგება არჩევნებამდე 3 დღისგან. ცხოვრება შედგება წლებისგან, როდესაც ქართულ ოცნებას არაფერი გაუკეთებია მათთვის, მათი ცხოვრების გაუმჯობესებისთვის და იმედი მაქვს, ყველა ეს ადამიანი მხარს დაუჭერს ცვლილებებს", - თქვა ბაქრაძემ.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42