რაც შეიძლება მეტნი უნდა მოვიდეთ არჩევნებზე, მხოლოდ ეს არის გამარჯვების გასაღები - შავგულიძე
პოლიტიკა - 18:50, 08 Jun, 2019     780
მთაწმინდაზე, სულხან საბას სკვერში აქცია-კონცერტი "ყველა ხმას აქვს აზრი" იმართება. ზურა ჯავახია და ჯგუფი "მარტივი გამოსავალი" ამ ფორმით მთაწმინდის ამომრჩეველს ხვალ არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდებენ. კონცერტზე ბლოკი "ევროპული საქართველო თავისუფალი დემოკრატების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ შალვა შავგულიძესთან ერთად მისი წარმდგები პარტიის წევრები და სხვა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებიც იმყოფებიან, მათ შორის სანდრა რულოვსი და დავით ბერძენიშვილი.


"თავისუფალი დემოკრატები - ევროპული საქართველოს" მაჟორიტარობის კანდიდატი შალვა შავგულიძე ამომრჩევლებს აქტიურობისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, თუ მოსახლეობა მასშტაბურად მივა არჩევნებზე, ხელისუფლება შედეგების გაყალბებას ვერ შეძლებს:

„არჩევნები, ეს მართლაც არის უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული პროცესი, რა დროსაც ხალხი უშუალოდ ირჩევს ხელისუფლების წარმომადგენლებს და მთაწმინდაზე ხვალ ასეთი დღეა. რაც შეეხება მოლოდინებს, მინდა, მივმართო მთაწმინდის ოლქის ამომრჩეველს, სწორედ, ამ მოლოდინიდან გამომდინარე, რომ ვისაც მიგვაჩნია,საჭიროა ივანიშვილის ხელისუფლების შეცვლა, არ ვართ წინააღმდეგინი, რომ ეს მთაწმინდის საარჩევნო ოლქიდან დაიწყოს, ამისთვის ამ ნების გამოხატვაა საჭირო. ხვალ, არჩევნების დღეს, რაც შეიძლება მეტნი უნდა მოვიდეთ არჩევნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია. აი, მხოლოდ ეს არის გამარჯვების გასაღები, რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი უნდა მოვიდეს არჩევნებზე. ასეთ შემთხვევაში ხელისუფლება ვერ შეძლებს იმ რაღაც მაქინაციებით აი ამ მასიურად გამოხატული ხალხის ნების განეიტრალებას. ”- განაცხადა შალვა შავგულიძემ.

შეგახსენებთ, ხვალ მთაწმინდის ოლქში პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატის არჩევნების მეორე ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ხელისუფლების კანდიდატი ლადო კახაძე და ბლოკი “ევროპული საქართველო - თავისუფალი დემოკრატების” კანდიდატი შალვა შავგულიძე დაუპირისპირდებიან. პირველ ტურში ლადო კახაძემ 41.01% ხოლო შალვა შავგულიძემ 36.84% მიიღო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42