მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი 80-დან რვა მონაწილემ გადალახა
პოლიტიკა - 17:22, 08 Jun, 2019     811
მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი დასრულდა. 80 გამოსაცდელიდან გამოცდა რვა მონაწილემ ჩააბარა. 75-ქულიანი ზღვარი სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციაში ხუთმა, ხოლო სისხლის სამართლის სპეციალიზაციაში სამმა გამოსაცდელმა გადალახა. ინფორმაციას ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ავრცელებს.


მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის პირველი ეტაპი ხუთი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. საგამოცდო ტესტი სამართლის შესაბამისი დარგების მიხედვით შედგენილ 100 არჩევით პასუხიან - მარტივი, საშუალო და რთული კატეგორიის, დავალებას მოიცავდა. ელექტრონულმა სისტემამ თითოეული მონაწილისთვის საგამოცდო ტესტის ინდივიდუალურად შედგენა უზრუნველყო. ტესტური გამოცდის პასუხი გამოსაცდელმა გამოცდის დასრულებისთანავე შეიტყო.

ტექსტური გამოცდის მიმდინარეობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე აკვირდებოდა.

"ტესტური გამოცდა პირველი ეტაპია. არის ასი შეკითხვა და 75 სწორი პასუხის შემთხვევაში გამოსაცდელს უფლება აქვს გადავიდეს მეორე ეტაპზე. გამოცდის ორივე ეტაპის გადალახვის შემთხვევაში გამოსაცდელი მოსამართლეთა საკვალიფიკაციო გამოცდას ჩააბარებს. რაც შეეხება დღევანდელ პროცესს, დაინტერესება არის საკმაოდ მაღალი, რაც ნამდვილად კარგია, ეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და სასამართლო სისტემას მისცემს შესაძლებლობას ჰყავდეს ბევრი კანდიდატი იმისთვის, რომ პირველ ეტაპზე იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩაირიცხონ, საბოლოოდ კი გამწესდნენ მოსამართლეებად",-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ

რაც შეეხება მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის მეორე ეტაპს, წერითი გამოცდა 15 ივნისს ჩატარდება.

წერით გამოცდამდე კი ტესტური გამოცდის შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელს, რომელმაც სულ ცოტა 70 ქულა დააგროვა, საშუალება აქვს მიმართოს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდის საპრეტენზიო ჯგუფს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42