"არავის აუხსნია, რისთვის მოვყავდით..." - მოტყუებით წაყვანილ პედაგოგებს წილხვდომილობაზე ლექცია ჩაუტარეს
პოლიტიკა - 13:45, 08 Jun, 2019     1218

საქართველოს რეგიონებში ღვთისმშობლის წილხვდომილობის იდეის გაცნობასთან დაკავშირებით ღონისძიებები ტარდება, რომლებიც წილხვდომილობასთან დაკავშირებით შექმნილი სამთავრობო კომისიის ფარგლებშია დაგეგმილი. როგორც აღმოჩნდა ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებულ ლექსიებზე პედაგოგებიც წაიყვანეს და განუცხადეს, რომ ისინი სამინისტროს წარმომადგენლებს უნდა შეხვედროდნენ, შეხვედრაზე დასწრება კი სავალდებულო იყო. იძულებით ლექციას პედაგოგებს შორის პროტესტი მოჰყვა. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ პედაგოგებს შორის მუსლიმი აღმსარებლობის პირებიც იყვნენ, რომელთაც არც კი იცოდნენ, რა თემატიკის ლექციაზე მიჰყავდათ ისინი სკოლიდან. მათი თქმით, სხვადასხვა აღმსარებლობის მასწავლებლებს უნდა ჰქონდეთ უფლება, გაიგო რა ლექციაზე მიდიან.

„დღეს წალკის რაიონიდან წამოგვიყვანეს ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგები, თუმცა არავის აუხსნია, რისთვის მოვყავდით, პასუხი მხოლოდ ერთი იყო - ,,სამინისტროს დავალებაა" ჩვენ 100 კილომეტრი გამოვიარეთ წალკიდან რუსთავამდე მხოლოდ იმისთვის, ვინმე აკაკი მინდიაშვილს წაეკითხა ქრისტიანობისა და სახარების არსზე ლექცია, რომელიც არ ყოფილა ინტერაქტიური, ჩვენ მხოლოდ მორჩილად სმენის უფლება გვქონდა, აზრი არავის უკითხავს ჩვენთვის. ასე მორჩილად უსმენდა ლექციას იმის თაობაზე, რომ ქრისტიანობა ერთადერთი ჭეშმარიტი რელიგიაა პედაგოგების ის 80 %, რომელიც მუსულმანური აღმსარებლობისაა. მე არ ვარ მუსლიმი, მაგრამ აღშფოთება ვერ დავფარე და პროტესტის ნიშნად დარბაზი დავტოვე.

განათლების სამინისტროს ვთხოვ, ამიხსნას, რატომ იყო სავალდებულო და აუცილებელი, რომ 100 კილომეტრი გამოგვევლო იმისთვის, რათა ვიღაც თეოლოგისთვის გვესმინა, მისი წიგნების პრეზენტაციას დავსწრებოდით და სკოლაში 5 გაკვეთილი გამეცდინა ბავშვებისთვის? რა კავშირი ჰქონდა ამას განათლებასთან? ამასთანავე არცერთმა მასწავლებელმა არ ვიცოდით, რისთვის მოვდიოდით, რაც, ჩემი აზრით, ეთიკის ნორმების უხეში დარღვევაა განათლების სამინისტროს მხრიდან.“- წერს სანათა ოჩიაური.

აღნიშნულ ლექციებზე წერს კიდევ ერთი მასწავლებელი:

“ინფორმაცია მოვიდა გუშინ ჩვენსას, მინისტრი გიბარებთ ქართულის ენისა და ლიტერატურის მასწავლებლებსო...

ავფორიაქდი...მასწავლებლის სტატუსით პირველად უნდა წავსულიყავი მსგავს შეხვედრაზე...დილაუთენია გავიღვიძე, ჩემი საყვარელი კაბა ჩავიცვი და თმისაკეთიც განსაკუთრებული შევარჩიე...

ჩამოვედით რუსთავში და შევიყუჟეთ ერთ პატარა ოთახში რეგიონიდან ჩამოსული მასწავლებლები...

საათნახევარზე მეტი ვუსმინეთ ლექციას, რომლის მთავარი არსიც იყო, რომ ჩვენ მასწავლებლებმა ნამდვილი ქრისტიანი და ეკლესიაში მოსიარულე ადამიანები უნდა აღვზარდოთ...აუცილებლად უნდა ვეზიაროთ და ღვთის შიშით ვიცხოვროთ...თურმე ერთადერთი ჭეშმარიტი გზა მართმადიდებლობაა და სხვა რელიგიის აღმსარებლები ჯოჯოხეთში მოვხვდებით...რახან ლოცვით არ ვიწყებთ და არ ვასრულებთ გაკვეთილს, მაგიტომ ვართ ზნეობრივად და მორალურად დაცემული ახალგაზრდობა...

სხვათაშორის, იქ დამსწრე მასწავლებლეთა ნაწილი ქართველი მუსლიმები ვიყავით...

იმედი მაქვს, შეცდომით მოვიდა ინფორმაცია და განათლების მინისტრის ბრძანება არ ყოფილა...

და მაინც, ძვირფასო განათლების სამინისტროს წარმომადგენლებო, თუ გინდათ რეგიონიდან ჩამოგვიყვანოთ და ლექციას დაგვასწროთ იქნებ ნამდვილ მეცნიერებს შეგვახვედროთ მზექალა შანიძეს, დამანა მელიქიშვილს, ელგუჯა ხინთიბიძეს და სხვა მრავალს...თორემ მსგავს ლექციას მუსლიმური თვალთახედვით 88 წლის ბებიაჩემიც მიტარებს...”- წერს ირა ძირკვაძე.

„რომ წაგვიყვანეს, ეთქვათ სად, რისთვის მივყავდით, მაშინ ასეთი რეაქცია არ მექნებოდა. მე მუსლიმი ვარ, პატივს ვცემ ქრისტიანულ რელიგიას, ასევე ვიცი ჩემი ქვეყნის ისტორია, მაგრამ მე ჩემი რწმენა მაქვს და ვლოცულობ საქართველოსთვის, არავისზე ნაკლებად არ მიყვარს სამშობლო, ქართველობა მარტო ქრისტიანობა არაა,” - წერს კიდევ ერთი პედაგოგი სოციალურ ქსელში.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ღონისძიებაზე პედაგოგების იძულებით მიყვანას უარყოფს.

„არ მაქვს დეტალური ინფორმაცია, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, როგორც მოგეხსენებათ, არის შექმნილი სამთავრობო კომისია წილხვდომილობასთანდაკავშირებით, შესაბამისად, ის ღონისძიებები, რომელიც კომისიის ფარგლებში არის დაგეგმილი, ამის შესახებ ინფორმაცია მიეწოდებათ ყველა დაინტერესებულ მხარეებს. შესაბამისად, იძულებით მიყვანა არავისი არ ხდება არავითარ ღონისძიებაზე,“ - ამბობს ირინა აბულაძე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42