„ჟვანიას და სააკაშვილის საქმეების პროკურორი პოლიციელებმა ქუჩაში ცემეს - ამბავი რომელსაც გახარია მალავდა“- შაბათის კურიერის სკანდალური სიუჟეტი
პოლიტიკა - 21:30, 08 Jun, 2019     4622
საქმე, რომელსაც შინაგან საქმეთა სამინისტრო და პროკურატურა ბოლო 10 დღეა მალავს. თბილისში უამრავი ადამიანის თვალწინ გახმაურებული საქმეების პროკურორი, საქართველოს საპროკურორო საბჭოს წევრზე, ისნისა და სამგორის პროკურატურის ხელმძღვანელზე ივანე კაკალიაზე.

მოძალადეები გლდანი -ნაძალადევის რაიონის პოლიციის თანამშრომლები არიან. დაპირისპირება დადიანის გამზირზე რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა.

პროკურორის ცემა პოლიციელებმა ერთ-ერთ სუპერმარკეტში დაიწყეს, ავტომობილში გააგრძელეს და პოლიციის შენობაში გადაყვანის შემდეგაც არ დაასრულეს. ივანე კაკალია ამ პერიოდის განამვლობაში პოლიციელებს საკუთარ თანამდებობას მუდმივად ახსენებდა.

ნაცემი პროკურორი პოლიციელებმა გლდანი-ნაძალადევის რაიონის განყოფილებაში გადაიყვანეს, დაკავების ოქმი გააფორმეს და დიღომში წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. შენობაში, როდესაც თანამშრომლებმა ხელბორიკილებდადებული კაკალია დაინახეს, პროკურორი იცნეს, განგაში ატყდა, დაკავების ოქმი დახიეს და ნაცემი პროურორი სახლში გაუშვეს.

სკანდალი 29 მაისს მოხდა. პოლიციაც და პროკურატურაც ამ ამბავს მალავენ. საქმე იმდენად გაასაიდუმლოვეს, რომ ვანო კაკალიას კარის მეზობლებმაც კი უარყვეს მასთან მეზობლობა.

პოლიციელების მიერ ნაცემი პროკურორის სამსახური ჩალაძის პირველ ნომერში მდებარეობს. კაკალიას მისაღებში განაცხადეს, რომ პროკურორი შვებულებაშია.

პროკურატურა და შსს ადასტურებს პროკურორ კაკალიას ცემის ფაქტს.

სკანდალის შემდეგ გახარია იძულებული იყო, პოლიციის იმ განყოფილების უფროსობა მოეხსნა, რომლის თანამშრომლებიც პროკურორ კაკალიას გაუსწორდნენ.

ყოფილი მთავარი პროკურორი იმ საქმეებს იხსენებს, რომლებიც ნაცემი ივანე კაკალიას სახელს უკავშირდება. მურთაზ ზოდელავა ამბობს, რომ კაკალია მთავარი პროკურორის მოადგილის, მამუკა ვასაძის კადრია, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, უშუალოდ კაკალია ასრულებდა პოლიტიკურ დაკვეთებს. მის ხელში იყო მიხეილ სააკაშვილისა და ზურაბ ჟვანიას საქმეები.









მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42