უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისთვის 139 კანდიდატი იბრძვის. იუსიტიიც უმაღლეს საბჭოში დღეს კანდადატების პირველი გადარჩევის ეტაპი იყო. 5 კანდიდატო სხვადასხვა მიზეზით კონკრუს გამოეთიშა. ნაზი ჯანეზასვილი ითხოვდა რომ კონკურსს ასევე უნდა გამოთიშოდა საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძეც, რადგან მას არასრულყოფილად აქვს განაცხადი შევსებული.
ჯანეზაშვილის ამ მოთხოვნას მხარი არ დაუჭირეს.
ჯანეზასვილი ამბობს, რომ მიქაუტაძეს სამი რეკომენდატორის ნაცვლად ჰყავს 2, რაც კონკურსიდან გამოთიშვის მიზეზი უნდა იყოს.
კონკურსანტი, რომლის გამოც სხდომაზე დაპირისპირება მოხდა, იყო ზურაბ აზნაურაშვილი, რომელიც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მოსამართლე თამარ ონიანის მეუღლის ძმაა, მაზლია. ჯანეზაშვილი ინტერესთა კონფლიქტზე საუბრობდა და მოითხოვდა, რომ ონიანს კონკურსის მონაწილეობა არ მიეღო და თვითაცილება დაეყენებინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შესარჩევ კონკურსზე.
ნაზი ჯანეზაშვილთან საუბარი ფილოსოფიურ ჭრილში გადაიზარდა და ონიანმა მას კანტისა და მამარდაშვილის წაკითხვა ურჩია.
„როგორ მონაწილეობსო ქალბატონი თამარი თავისი მაზლის შეფასებაში მორალური და დემოკრატიული პრინციპებისგან თავისუფალიო. სამწუხარო ის არის, რომ მას მორალურ პრინციპებზე, დემოკრატიაზე წარმოდგენა აქვს მხოლოდ ვიწრო ხედვით და არ ვიცი ახლა უნდა მივუთითო თუ არა, რომ მორალზე მინიმუმ, სულ მცირე კანტი წაიკითხოს ან არ ვიცი მამარდაშვილი წაიკითხოს,“-განაცხადა თამარ ონიანმა.
თამარ ონიანს ნაზი ჯანეზაშვილმა უპასუხა და ინტელექტუალური ვაკუუმის შევსება თავად ურჩია.
„თუ თქვენ გგონიათ, რომ ეს ვინმეს აკნინებს - არა. და როდესაც ინტელექტუალურ ვაკუუმზე ლაპარაკობთ, თქვენ დადიხართ ლევან გიგინეიშვილის საჯარო ლექციებზე და როგორც სჩანს სტუდენტობის დროს შეუვსებელ ვაკუუმს ახლა ივსებთ, კარგია რომ ზრუნავთ, იქნებ რამე ისწავლოთ“ - უაპსუხა ჯანეზაშვილმა.
მისი თქმით, სასამართლო ქვეყნისთვის აღიარებულია უმთავრეს გამოწვევად და როგორც ჯანეზაშვილმა განაცხადა, ეს სწორეთ, მათი დამსახურებაა.
„ეს მიკერძოებული დამოკიდებულება არა მხოლოდ მიქაუტაძეს და თქვენ გაყენებთ ზიანს, არამედ ქვეყანას და ანგარიშები ანგარიშებზე იწერება, სასამართლო არის ქვეყნის დემოკრატიისთვის სერიუზულ გამოწვევად აღიარებული და ეს არის თქვენგან გამოწვეული“ - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
დღეს კონკურსს 5 მონაწილე გამოეთიშა, ესენია არიან მამუკა ეგუტიძე, სოსო კოკორაშვილი, ნუგზარ სარია, მერაბ ქავთარაძე და ალუდა ღუდუშაური. უმთავრესი მიზეზი არის ის, რომ ისინი საკვალიფიკაციო მოთხოვნეს ვერ აკმაყოფილებენ.
მასალის გამოყენების პირობები






