„ფოთის პორტზე სკანდალური ინფორმაციის გაჟონვაში არსებობს მოტივაცია, რომ ანაკლიის პორტი არ გაკეთდეს“ - კახა ოქრიაშვილმა
პოლიტიკა - 16:40, 07 Jun, 2019     914
კომიტეტების სხდომაზე, რომელზეც ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა იყო მიწვეული, უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა ეჭვი გამოთქვა, რომ ფოთში ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით გაჟონილ ინფორმაციას კონკრეტული მოტივაცია ჰქონდა და ეს ანაკლიის პროექტის დაზიანება იყო:


„ქალბატონო ნათია, მე მაქსიმალურად ვიქნები არაკრიტიკული თუ შევძლებ. ესე იგი, პირველი რაც მინდა ვთქვა, ეს არის ჩემი მოსაზრება და მერე მინდა რომ კითხვა დაგისვათ, ჩემი მოსაზრება ის არის რომ ანაკლიის პორტი უნდა ააშენოს იმ ინვესტორმა, რომელიც დღეს მუშაობს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ჩვენი საინვესტიციო კლიმატის აღქმისთვის. მეორე, ჩემთვის მიუღებელია, დღევანდელი შეხვედრა წარიმართა როგორც საგამოძიებო, საგამოძიებო ორგანოში მგონია თავი. თუ საჭიროა კომისიები შევქმნათ და იქ ვიმუშაოთ ამ რეჟიმში იმიტომ რომ ეს არის ფსიქოლოგიური ზეწოლა და არა კომიტეტში სამუშაო შეხვედრა. მესამე, რა მოცემულობა გვაქვს პორტებთან დაკავშირებით, გვაქვს ფოთის პორტი, არის ინვესტორი მგონი უკვე ათი წელიწადია ეს ინვესტორია, სამწუხაროდ ფოთის პორტში არის ძალიან მაღალი ტარიფები, როგორც ვიცი ერთერთი ყველაზე მაღალი ტარიფებია რაც არსებობს ჩვენს რეგიონში და ევროპაში, რაც პრობლემაა ჩვენი ქვეყნისთვის, ათი წელია თუ მეტი არსებობს ეს ინვესტორი და აქამდე ქმედითი ნაბიჯები მისი მხრიდან, რომ გააკეთოს ღრმაწყლოვანი პორტი, არ გადადგმულა. გამოჩნდა ინვესტორი და გამოჩნდა ახალი პროექტი, ანაკლიის პორტი. ამ პროექტმა უკვე გაიარა განსაზღვრული გზა, არის ჩადებული დიდი თანხები, გზა გავლილია მართლა და ამ დროს ფოთის პორტში ხდება სკანდალი, ეს არის სკანდალური ინფორმაციის გაჟონვა, რომ იქაც აპირებს ინვესტორი გაკეთებას. მე ვთვლი, ამ გაჟონვაში არსებობს მოტივაცია, რომ ანაკლიის პორტი არ გაკეთდეს, იმიტომ რომ ეს არის, ამ ერთ მოტივაციას ვხედავ. ამიტომ მე თქვენ მოგმართავთ, როგორც დეპუტატი, როგორც ინვესტორი, მილიარდზე მეტი მაქვს მე თვითონ ჩადებული საქართველოში, რომ ამ კუთხით არ შეექმნას პრობლემა ანაკლიის პორტს. იმიტომ რომ, ჩემი ინფორმაციით რაც მე მაქვს ეხლა დღეს ინფორმაცია, საკმარისი ტვირთები ორი ღრმა წლოვანი პორტისთვის საქართველოში ჩვენი კორიდორის გავლით დრეს და ახლო პერსპექტივაში არ ჩანს, აქედან გამომდინარე არავითარი ნებართვები ფოთის პორტზე არ უნდა გაიცეს და პრაქტიკულად ექსკლუზივი ან კვაზი ექსკლუზივი უნდა გაიცეს ანაკლიის პორტზე და არც ინვესტორს ექნება საბაბი უარი თქვას ამ პორტის განხორციელებაზე, ამ შემთხვევაში. მე მინდა რომ თქვენ ეს გაითვალისწინოთ ჩვენი მოწოდება, თუ გინდათ ჩათვალეთ რომ ეს არის უმრავლესობის, თუ გინდათ ჩათვალეთ რომ ეს არის ჩემი პირადი მოსაზრება, ეს არის ერთადერთი გზა დღეს, რომ ანაკლიის პორტში დარჩეს ის ინვესტორი რომელიც არსებობს და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.“- განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

ეკონომიკის მინისტრი კი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო არც ერთ ნაბიჯს ანაკლიის პროექტის დასაზიანებლად არ გადადგამს.

„ძალიან მნიშვნელოვანია იმ ინვესტორის როლი რომელიც დღეს არის ფოთის პორტში, ეს არის "ეიპიენ ტერმინალი", ეს არის გლობალურად ცნობილი გადამზიდავის წარმომადგენელი შვილობილი კომპანია რომელიც არის ერთ-ერთი ლიდერი კომპანია კონტინენტის გადაზიდვებში. ძალიან ფრთხილად ვეკიდებით ამ ინვესტორს. არც ერთი ნაბიჯი, რომელიც პოტენციურად მაინც დააზიანებს ამ პროცესს ანაკლიის პროცესს ჩვენი მხრიდან გადადგმული არ იქნება,“-განაცხადა ნათია თურნავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42