დარგობრივი კომიტეტის სხდომაზე ეკონომიკის მინისტრს შეკითხვა "ჭიათურ მანგანეზთან" დაკავშირებით დაუსვეს. ოპოზიცია დაინტერესდა ვინ იყო ვინმე "რიჟა", რომელიც ცნობილია როგორ თაღლითი და რომელიც უშუალოდ განაგებს „ჭიათურ მანგანეზს“. კობა ნაყოფიამ ნათია თურნავას კითხვა, ვისი წარმომადგენელი იიყო დროებითი მმართველი ინვესტორის თუ სახელმწიფოსი:
„დროებითი მმართველი, რომელიც დღეს დანიშნული არის ჭიათურაში, ვის წარმოადგენს ეს ადამიანი. ეს არის ინვესტორის წარმომადგენელი თუ სახელმწიფოსი“-განაცხადა კობა ნაყოფიამ.
რომან გოცირიძემ თურნავას შეახსენა რეზოლუცია, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესმა მიიღო საქართველოსთან დაკავშირებით. დოკუმენტში ნათქვამია, რომ თუ კი გაგრძელდება უცხოელი ინვესტორების დევნა, მაშინ სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს მიმართ სანქციებს გამოიყენებს.
„ინვესტორი თქვენ გააგდეთ. და დანიშნეთ თაღლითი. აი რიჟას, რომ იძახდნენ. ვიღაც რიჟა, რომლის შესახებაც კონგრესში შევიდა მეთქი რეზოლუცია და თურმე გამოდის რომ თაღლითად მე მოვიხსენიე ინვესტორი. რომელსაც ვიცავ პირიქით. დააბრუნეთ ინვესტორი, ეს იყო შეკითხვა ჩემი,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
ნათია თურნავას განცხადებით კი, რეზოლუცია, რომელიც მიღებული იქნა კონგრესში, ჭიათურის საქმეს არ ეხება. მისი თქმით, იმ ადამიანის თაღლითად მოხსენიება, რომელიც ჭიათურასა და ზესტაფონში ათასობით ადამიანს ასაქმებს არასწორია:
„ინფორმაცია კონგრესში შესულ რეზოლუციასთან დაკავშირებით არა ზუსტია. გთხოვთ რომ დააზუსტოთ. არანაირ კავშირში ეს კონკრეტულად ჭიათურის ქეისთან არ არის. ვეძახოთ მსხვილ ინვესტორს, რომელიც ასაქმებს 4000 ადამიანზე მეტს ჭიათურასა და ზესტაფონში თაღლითი, ეს არ არის კულტურა.“- განაცხადა თურნავამ.
მასალის გამოყენების პირობები






