„მეორეხარისხოვანი დოკუმენტი, რატომღაც შერაცხეს სამშენებლო ნებართვად, მიუხედავად იმისა, რომ სულ მცირე, მიწა მაინც უნდა გქონდეს საკუთრებაში, მშენებლობის დასაწყებად, ჩამონათვალი მაქვს, 20-მდე სხვადასხვა საკითხი, რომელიც უნდა იყოს წარმოდგენილი და შესრულებული ნებართვის მისაღებად, შესრულებული და წარმოდგენილი არ ყოფილა. საუბარი იყო მხოლოდ მიწათსარგებლობის დოკუმენტზე, რომელიც როგორც კი გახდა ჩემთვის ცნობილი, რომ ასეთი დოკუმენტი არსებობს და ის მომზადდა და შეიქმნა ჩემი მინისტრად დანიშვნამდე, ტექნიკური დარღვევის გამო, ეს დოკუმენტი დღეს გაუქმებულია. სახელმწიფო მოხელე, რომელმაც ასეთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, თუნდაც უმნიშვნელო დოკუმენტთან დაკავშირებით არ ჩამაყენა დროულად საქმის კურსში, აღარ არის თავის თანამდებობაზე.“ - განაცხადა მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები






