"ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი იყო, არის და იქნება სტრატეგიული პრიორიტეტი სახელმწიფოსთვის და ეკონომიკის სამინისტროსთვის, ამას ჩვენ ვადასტურებთ საქმით. ჩამოვთვლი იმ მხარდაჭერის ელემენტებს, რასაც ჩვენ ვთავაზობთ ანაკლიას, როგორც პროექტს და ვთავაზობთ კერძო ინვესტორს. ეს არის 100 მლნ დოლარის სუბორდინირებული სესხი, რომელსაც მიიღებს კომპანია, როგორც კი თავის წილ ვალდებულებებს შეასრულებს ინვესტორი. ეს არის 300 მლნ ლარის ინფრასტრუქტურული პროექტები, რომელთა განხორციელებაც უკვე დაწყებულია. ეს არ არის მხოლოდ დაპირება, არის კონკრეტული ვალდებულება, ეს არის მოქნილი ვადები. პირველი ვადა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ შეთანხმებული სამუშაოების დაწყებისა და ფინანსური დახურვის მიღწევის ჯერ კიდევ 2017 წლის ზაფხული იყო. ჩვენ კვლავ ვიხილავთ მათთან დაფინანსების მოზიდვის საკითხებს. ამ პროცესში სახელმწიფომ უკვე აპატია ინვესტორს 11 მლნ დოლარზე მეტი პირგასამტეხლო, ამ ვადების დარღვევის გამო, მაგრამ ეს არ არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანი არის, რომ ეს პროექტი შედგეს, რადგან ანაკლია არ არის მხოლოდ კომერციული პროექტი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის, ჩვენი სტრატეგიული მდებარეობის გამოყენებისთვის. დღეს ვკარგავთ გარკვეული კატეგორიის ტვირთებს, რომელიც სხვა შემთხვევაში გაივლიდა ჩვენს ლოგისტიკურ სისტემას ჩვენს საპორტო ინფრასტრუქტურაში, ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ანაკლიის პორტი დროულად ამოქმედდეს.“- განაცხადა ნათია თურნავამ.
მასალის გამოყენების პირობები






