"მეც ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას" - ეკონომიკის მინისტრი პანკისში განვითარებულ მოვლენებს კომუნიკაციის პრობლემებს აბრალებს
პოლიტიკა - 13:59, 07 Jun, 2019     620
ეკონომიკის მინისტრმა პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ შექმნილ პრობლემაზე ძირითადი პასუხისმგებლობა სახელმწიფოსია და რა თქმა უნდა ეკონომიკის სამინისტროსი და უწყების მინისტრის. თურნავა პრობლემის მთავარ მიზეზად კომუნიკაციის პრობლემას ასახელებს, მისი თქმით ქვეყნისთვის ძალიან საჭირო პროექტებს, ცუდი კომუნიკაციის გამო დაბრკოლება ექმნება და ვერ ხორციელდება დროულად.


„იყო ძალიან სამწუხარო გაუგებრობა, როდესაც მსგავსი ფაქტი ხდება, რა თქმა უნდა, ძირითადი პასუხისმგებლობა სახელმწიფოსია, ეკონომიკის სამინისტროსი და ეკონომიკის მინისტრისაც. მეც ვგრძნობ ჩემს პასუხისმგებლობას შექმნილ პრობლემაზე.“ - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრმა ენერგეტიკის სფეროს სწრაფი რეფორმირების საჭიროებაზე ისაუბრა, მათ შორის კომინიკაციის ნაწილშიც:

"მე ამასთან დაკავშირებით დავინახე ძალიან დიდი გამოწვევა და საჭიროება, მთლიანად ენერგეტიკის დარგის რეფორმირების. პანკისისა და მსგავსმა სხვა რამოდენიმე შემთხვევამ, როდესაც ქვეყნისთვის ძალიან საჭირო პროექტებს, ცუდი კომუნიკაციის გამო დაბრკოლება ექმნება და დროულად ვერ ხორციელდება, დაგვანახა, რომ ჩვენი ენერგეტიკის სექტორი სწრაფ რეფორმირებას საჭიროებს, მათ შორის კომუნიკაციის ნაწილშიც, უკეთესი კომუნიკაციის მხრივ, რომელიც აშკარად აკლდა ამ კონკრეტულ შემთხვევას. მეტი უსაფრთხოებისთვის მეტი განახლებადი წყაროები გვჭირდება, რომ ნაკლებად ვიყოთ დამოკიდებული იმპორტზე. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ პანკისის ხეობის შემდგომი განვითარების პროგრამებთან დაკავშირებით, საბოლოო ჯამში კონსენსუსს ინვესტორისა და მოსახლეობის ჩართულობით მივაღწევთ და ამ პროგრამებს შორის მცირე ჰესები იქნება. ამ თვალსაზრისით, ხეობას კარგი გამოცდილება აქვს და იქ მსგავსი პროექტები მოქმედებს, ადამიანებს ასაქმებს.“- განაცხადა თურნავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42