„გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში აბონენტების რაოდენობა 3 წლის განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით 1 300 000 ოჯახს მიაღწევს" - ეკონომიკის მინისტრი- ეკონომიკის მინისტრი
პოლიტიკა - 13:58, 07 Jun, 2019     566
პირველი და მნიშვნელოვანი, რასაც ძალიან ელოდება ჩვენი მოსახლეობა და განხორციელება დაწყებულია, გაზიფიცირების 3-წლიანი გეგმაა, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისი თქმით, გეგმა მოიცავს 2019-2021 წლებს, რისთვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან იხარჯება 209 მილიონი ლარი.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, ბოლო 5 წლის განმავლობაში ბიუჯეტიდან ძალიან ბევრი თანხა დაიხარჯა, რათა გაზიფიცირების ინფრასტრუქტურა ყოფილიყო მაქსიმალურად დივერსიფიცირებული და საბოლოო ჯამში მთლიანად საქართველოს აბონენტებს 85%-მდე მოვიცავთ", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

თუმცა, ნათია თურნავას განცხადებით, 85%-ანი მაჩვენებელი საკმარისი არ არის და მთავრობის გამოწვევად სწორედ დარჩენილი 15 % რჩება. მინისტრის ინფორმაციით, ამ მიმართულებით იგეგმება პარალელური პროგრამა, განსაკუთრებით მაღალმთიანი რეგიონებისთვის. „ჩვენ შევარჩევთ სხვადასხვა ფორმებს და ტექნოლოგიებს, თუ როგორ მივაწოდოთ სითბო თითოეულ ოჯახს", -აღნიშნა მან.

მთლიანად, გაზიფიცირების პროგრამის ფარგლებში, აბონენტების რაოდენობა 3 წლის განმავლობაში მიაღწევს 1 300 000 ოჯახს მთელი საქართველოს მასშტაბით - ეს 226-ზე მეტი დასახლებული პუნქტია.

„აქედან 60-მდე მეტი დასახლებული პუნქტი უკვე წელს თავის ქუჩებში დაინახავს ტექნიკას - სამუშაოები ზოგერთ სოფელში უკვე დაწყებულია, ზოგიერთში კი ეტაპობრივად დაიწყება. მათ შორის არის ისეთი პუნქტები, სადაც ისტორიულად გაზი არასოდეს ყოფილა, ასე მაგალითად, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში, ტყიბულის რაიონის სოფელი ორპირი, სადაც წელს უკვე იწყება და გაისად დასრულდება მშენებლობა, ქობულეთის რაიონის სოფელი გორგაძეები და ა.შ. მე საკუთარი თვალით ვნახე, თუ რამდენ პერსპექტივებს აჩენს ეს ამ რეგიონებისთვის", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42