ჩვენი სამინისტროს ხედვა და დაწყებული პროგრამები ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიღარიბის დაძლევაში - ნათია თურნავა
პოლიტიკა - 13:54, 07 Jun, 2019     558
„ჩვენი სამინისტროს ხედვა და ის პროგრამები, რომლებიც დაწყებულია, ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს სიღარიბის დაძლევაში", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი გავითარების მინისტრმა ნათია თურნავამ პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.


მისივე თქმით, ეს არის პროგრამები, რომელთა განხორციელებაც შესაძლებელი გახდა სწორედ სტაბილური, დინამიური ეკონომიკური ზრდის ფარგლებში.

„ იმ საკითხებს შორის, რომლებიც არამხოლოდ კომიტეტის წევრებს, არამედ ჩვენს მოსახლეობასაც აინტერესებს, შევარჩიე ორი პრიორიტეტი, რომელზეც ვმუშაობთ: პირველი არის დაკავშირებული ერთ-ერთ ყველაზე დიდ გამოწვევასთან - ეს არის სიღარიბის დაძლევა მაღალი, სტაბილური ეკონომიკური ზრდის და მაკროეკონომიკური გარემოს პირობებში - თუ რას ნიშნავს ინკლუზიური ზრდა, რას ვაკეთებთ და რას ვაპირებთ უახლოეს მომავალში. მეორე პრიორიტეტი არის მეტი ეფექტიანობა, უფრო კოორდინირებული საინვესტიციო პოლიტიკა, უფრო სწრაფი, გამჭვირვალე და ეფექტური გადაწყვეტილებები ინვესტორებთან და ბიზნესებთან მიმართებაში", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი არის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური ჩვენს რეგიონში, ხოლო უახლოეს ათწლიან პერსპექტივაში, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების სხვადასხვა შეფასებებით, ის გადააჭარბებს წლიურ 5 პროცენტს, რაც საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია.

„თუმცა, არაერთხელ თქმულა, რომ ეს არ არის საკმარისი და ჩვენ, ეკონომიკის სამინისტრო, მთლიანად სამთავრობო გუნდი, ვგეგმავთ გავატაროთ ყველა ღონისძიება, რათა უფრო მეტად ჩავრთოთ ყველა აუთვისებელი რესურსი ეკონომიკურ ზრდაში და მეტად გამოვიყენოთ ეკონომიკური ზრდის შემდგომი დაჩქარებული რესურსი" - აღნიშნა მინისტრმა.

მისი შეფასებით, მოსახლეობისთვის კონკრეტული ზრდის ციფრების დასახელებაზე უფრო მეტად მნიშვნელოვანია, როგორ იგრძნობს თითოეული ოჯახი ამ ზრდას და როგორ მივიტანთ მას თითოეულ ადამიანამდე.

„ ჩვენ უკვე გვაქვს ფუფუნება და შესაძლებლობა, რომ სახელმწიფომ განახორციელოს ინვესტიცია არა მხოლოდ მაგისტრალურ ინფრასტრუქტურაში, რაც, რასაკვირველია, ძალიან კარგად გვაქვს განვითარებული, არამედ ისეთ ინფრასტრუქტურაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს მთელ საქართველოს და მიწვდება თითოეულ ოჯახს" - აღნიშნა ნათია თურნავამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42