არასამთავრობო სექტორის შეფასებით სახელმწიფო ინსპექტორის კონკურსი დარღვევების ფონზე მიმდინარეობს და კონკურსის პირობები შს სამინისტროს წარმომადგენელ ლონდა თოლორაიაზეა მორგებული. „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარის სულხან სალაძის თქმით, ჩნდება ეჭვი, რომ კონკურსს მხოლოდ ფორმალური ხასიათი აქვს:
„მოწვეული იყო კანდიდატები, რომლებსაც საერთოდ აბსოლუტურად შეხება არ ჰქონდა ამ პროცესთან, თუ მათ სამოტივაციო ნაწილს გადახედავთ, ხოლო დანარჩენი კანდიდატების შემთხვევაში, გარდა ერთისა, არცერთი მათგანი არ საუბრობდა იმ სავალდებულო, ვთქვათ, საკითხებზე, რომლებიც სამოტივაციო წერილში უნდა ყოფილიყო ასახული. თავისთავად, დებულების დარღვევის მიხედვით კომისიის მხრიდან გასაუბრებაზე კანდიდატების მოწვევა აძლიერებს ეჭვს, რომ კონკურსი ყოფილიყო ფორმალური ხასიათის. ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ნამდვილად იმსახურებდა გასაუბრებაზე მოწვევას, ეს იყო ქალბატონი ლონდა თოლორაია.“- განაცხადა სალაძემ.
შეგახსენებთ, სახელმწიფო ინსპექტორის თანამდებობაზე ასარჩევად, პარლამენტს ლონდა თოლორაიასა და ვალერი ლომუაშვილის კანდიდატურები წარედგინა ლონდა თოლორაია ამჟამად შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დირექტორია
მასალის გამოყენების პირობები






