ბრიტანეთი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე მდგომარეობაზე პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს
პოლიტიკა - 11:30, 07 Jun, 2019     831

დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ 2018 წლის ანგარიშში საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მძიმე მდგომარეობა აისახა - ინფორმაციას ამის შესახებ, საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"ყოველწლიურ ანგარიშში, რომელიც საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ვებ გვერდზე გამოქვეყნდა, რუსეთისადმი მიძღვნილ ქვეთავში ცალკეა გამოყოფილი რუსეთის გავლენა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე და ასევე, ეთნიკური ქართველების მიმართ ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევები.

ამით ბრიტანული მხარე რუსეთს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ქვეყანას პასუხისმგებლობას აკისრებს ადგილზე ეთნიკური ქართველების თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვაზე, ე.წ. გამშვები პუნქტების უმეტესობის დახურვაზე, ასევე განათლების, ჯანდაცვისა და საკუთრების უფლებების შეზღუდვაზე.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია 2018 წელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის 10 წლისთავი და ხაზგასმულია დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა საქართველოს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეასა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში ინიცირებული რეზოლუციების მიმართ:

„2018 წელს აღინიშნა საქართველო-რუსეთის კონფლიქტის ათი წლისთავი. რუსეთის გავლენა საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში კვლავაც ხელს უწყობს ადამიანის უფლებების დარღვევას, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა დაშინებას. კვლავ გრძელდება გადასასვლელი პუნქტების უმეტესობის დახურვა, ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის გასწვრივ მავთულხლართების აღმართვა და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა. კვლავ გამოწვევად რჩება მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, ჯანდაცვისა და საკუთრებაზე ხელმისაწვდომობა. ამავდროულად არსებობს მონაცემები აფხაზეთის რეგიონში ეთნიკური ქართველების მიმართ დოკუმენტების მოპოვებასთან დაკავშირებით დისკრიმინაციის ფაქტების თაობაზე. გაერთიანებული სამეფო გამოხატავს მხარდაჭერას საქართველოს მიერ გაეროს გენერალურ ასამბლეასა და გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში ინიცირებული რეზოლუციების მიმართ".

ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის შესახებ ყოველწლიური ანგარიშის ოფიციალური პრეზენტაცია თანამეგობრობისა და გაეროს საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ლორდ აჰმად უიმბლდონის მიერ, 6 ივნისს, ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისში, გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარება დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის ანგარიშში პირველად 2016 წელს მოხვდა, გაერთიანებულ სამეფოს საგარეო უწყებასთან და პარლამენტთან საქართველოს საელჩოს აქტიური თანამშრომლობისა და ძალისხმევის შედეგად" - აღნიშნულია საგარეოს უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42