პოლიციელს, რომელიც 16 წლის ბიჭის საქმეში ფიგურირებს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს
პოლიტიკა - 10:54, 07 Jun, 2019     1008

პოლიციელს, რომელიც 16 წლის ბიჭის ცემისა და გაუპატიურების მცდელობის საქმეში ფიგურირებს, ძალადობაში კიდევ ერთი ქალი ადანაშაულებს. ქალის თქმით, 20 წლის წინ ვანო ქევხიშვილთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა, ზეწოლა და მუქარა კი მას შემდეგ დაიწყო, როდესაც დაფეხმძიმდა.

ქალი ამტკიცებს, რომ პოლიციელი მას აბორტის გაკეთებას აიძულებდა და იარაღითაც ემუქრებოდა. ამის მიუხედავად მან ბავშვი მაინც გააჩინა. მაშინ ეს პოლიციელი ვაკის განყოფილებაში მუშაობდა.

„დავფეხმძიმდი და მოითხოვდა ჩემგან აბორტის გაკეთებას. მითხრა, რომ ორი იარაღით დავდივარო და მაჩვენა ეს ორი იარაღი და გაგაქრობ თუ მაგას არ გააკეთებო. გაოგნებული დავრჩი ამ მოძალადე პოლიციელების შესახებ, სადაც მისმა გვარმაც გაიჟღერა. ვანო ქევხიშვილი, როგორც ბავშვმა და მისმა ადვოკატმა გააჟღერეს. ადებს ხელს მას და ამბობს, რომ მან მოიტანა ბოთლი და მემუქრებოდა გაუპატიურებითო. ვითხოვ, რომ კანონის ფარგლებში დასაჯონ,“-აცხადებს ძალადობის მსხვერპლი ქალი.

16 წლის ბიჭის ადვოკატის თქმით, პოლიციელი, რომელსაც ეს ქალი ადანაშაულებს, ორჯერ იყო ამოცნობაზე დაბარებული, თუმცა არ მივიდა და დღემდე თანამდებობაზე რჩება.

„ეს ის ვანო ქევხიშვილია, რომელმაც ბოლნისის რაიონში ჩემი დაცვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანზე იძალადა. ის კვლავ იკავებს თავის პოზიციას ბოლნისის პოლიციაში. ის დღემდე დადის დაუსჯელი. ჩვენ მოვითხოვთ, რომ უსწრაფესად მოხდეს მისი დაკავება,“-აცხადებს ადვოკატი ფრიდონ სიხუაშვილი.

შეგახსენებთ, ამ საქმის ფიგურანტ სხვა პოლიციელს თორნიკე ონიანს ძალადობაში ადანაშაულებდა კიდევ ერთი ქალი. ქალი აცხადებს, რომ თორნიკე ონიანი მას აბორტის გაკეთებას აიძულებდა. როგორც ის "კურიერთან" ჰყვება, ონიანი თანამზრახველ რევაზ ხარაზის დახმარებით მოქმედებდა. სცემდა და იყო მუქარაც:

„მცემდა ეს ხარაზი, ძალადობდა, მე ახლა თორნიკეს ველაპარაკეო, თორნიკე მოდისო და შენო ვერსად ვერ წახვალო. გააგზავნა თორნიკე ონიანმა ექიმთან, უკვე სამუშაო საათები დამთავრებული იყო და გამოიძახეს ექიმი, შემაბრუნეს აბორტის გასაკეთებლად, მცემა, იძალადა და თვითონ ქეიფობდა რაიონის ელიტასთან ერთად, ამ ყველაფრის შემდეგ. ოჯახიანად ჰაერში აგწევთ, აღარ იარსებებთ და ასეთი მუქარები ხორციელდებოდა ჩემს მიმართ. დავლიე აბები და მოვიწამლე თავი. ეს ის თორნიკე ონიანია, რომელიც არასრულწლოვანი ბავშვის გაუპატიურებაშია ბრალდებული. როგორც ვიცი მას შეწყვეტილი აქვს უფლებამოსილება, მაგრამ ამ დრომდე პასუხისგებაში მიცემული არ არის.“- აცხადებს ის.

წყარო rustavi2.ge





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42