„მიმდინარეობს ზეწოლა ლაურა ღაჭავაზე... ქონებას გვართმევენ შსს, სასამართლო,სუსი“ - „ჩაინა ლილოს“ დირექტორი ხანძრის განზრახ გაჩენას არ გამორიცხავს
პოლიტიკა - 00:48, 07 Jun, 2019     1208
ქონებას გვართმევენ... პროკურატურა, სასამართლო, სუსია ყველაფრის თავი და თავი - ამის შესახებ „ჩაინა ლილო სითის“ დირექტორი აცხადებს. ზვიად ქირია არ გამორიცხავს, რომ ხანძარი განზრახ გააჩინეს. მისი თქმით, ხელისუფლების მაღალჩინოსნები მათ ქონებას არტმევენ, რადგან შპს ლილო სითის მფლობელი არის ლაურა ღაჭავა, ქირია ამბობს, რომ ლაურა ღაჭავა, რომელიც ძმებ კოდუების დედაა, მასზე მიმდინარეობს ზეწოლა. ის ვარაუდობს, რომ ზეწოლა მის შვილებთან დაკავშირებით ხორციელდება. არ გამორიცხავს, რომ ხანძარი მაღალჩინოსნებისგან იყოს პროვოცირებული.

„ბაზრობასაც აქვს პრობლემები, დივერსიასაც არ გამოვრიცხავ. ბაზრობის მფლობელებსაც აქვთ პრობლემები და ოპერატორებსაც. პრობლემებია მთავრობის მაღალჩინოსნებთან, რომლებიც ცდილობენ, რაღაც უმსგავსობას, როგორც ყველგან. ზოგადად ზეწოლა მთავრობის მხრიდან, პირადად ჩემზე არის. უმსგავსოებას ვუწოდებ იმ ზეწოლას, რაც ჩემზეა, მარტო ბაზრობასთან დაკავშირებით კი არა, ზოგადად. გვართმევენ ქონებას პროკურატურა, სასამართლო, შსს, სუსი თავი და თავია ყველაფრის. მოქალაქეები დაუცველები არიან, შპს ლილო სითის მფლობელი არის ლაურა ღაჭავა, ჩვენ ვუკეთებთ ოპერირებას... მას ბევრ რამეს ედავებიან და დიდი ზეწოლაა მასზე... მე ვიცი რომ მის ოჯახზე არის ბევრი ზეწოლა... მე უფრო მის შვილებს ვუკავშირებ. რას მოითხოვენ არ ვიცი, მაგრამ მისი შვილები ძმები კოდუები ცნობილი ადამიანები არიან და მე ამას ვუკავშირებ ზეწოლას. რამოდენიმე წელია ეს ზეწოლა, სერიოზულ ქონებაზეა საუარი. არ გამოვრციხავ რომ ეს მაღალჩინოსნების პროვოცირებული იყოს. ძალიან დიდი რაოდენობის ქონებაზეეა საუბარი. განდაგურებლია როგორც უძრავი ქონება, ისე მატერიალური ფასეულობა, რამდენიმე ასეულ კვადრატზეა ხანძარი.“ - აღნიშნა ქირიამ.

მისი თქმით, ხანძარი ლოკალიზებული იყო, თუმცა წყლის უქონლობის გამო, ისევ გაღვივდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42