"ვიწყებთ მოქმედებას"- ბრალდებული კალანდიას ოჯახი "მოძალადე" მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ბრძოლას იწყებს
პოლიტიკა - 15:11, 06 Jun, 2019     1312
მიხეილ კალანდიას ოჯახი დიდი სკანდალის წინ იურისტებთან კონსულტაციებს მართავს. დავით სარალიძის ჯგუფურად, განზრახ მკვლელობაში ბრალდებულის ძმა, ლუკა კალანდია "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ "მოქმერდებას იწყებენ".

"არ ვეთანხმებით მოსამართლის გადაწყვეტილებას და ვაპირებთ, სამართლებრივ ბრძოლას"- აღნიშნა კალანდიამ.

მიხეილ კალანდიას ოჯახი პროკურატურისგან შინაგან საქმეთა სამინიტროს იმ მაღალჩინოსნების დაკავებას ითხოვს, ვინც ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის შემდეგ არასრულწლოვნები დააკავა, იზოლატორში სცემა და წინასწარ დაწერილ ჩვენებაზე ხელმოწერა აიძულა.

ლუკა კალანდიას თქმით, ყველა დეტალზე ოჯახის ადვოკატები უახლოეს პერიოდში ისაუბრებენ.

"ოჯახის პოზიციაა ასეთი, რომ კონკრეტულ დეტალებზე, ოჯახი დროებით კომენტარს არ გავაკეთებთ და სულ ცოტა ხანში, ჩვენი იურისტები ისაუბრებენ ჩვენს ნაცვლად. ითანამშრომლებენ მედიასთან და ასე შემდეგ"- განაცხადა ლუკა კალანდიამ.

ბრალდებულის ძმას ვკითხეთ, იღებდა თუ არა საქმეზე დაკავებული გ.ჯ.-ს ბიძა, ვანო ნაკაიძე მოწმეების მოსყიდვაში მონაწილეობას, რაზეც ლუკა კალანდიამ თქვა:

"ამ სახის ინფორმაციაზე, ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე რაც ზოგადად საქმეს ეხება იურისტები ისაუბრებენ... ჩვენ უკვე ვიწყებთ მოქმედებას, სამართლებრივ ბრძოლას ვაპირებთ. უახლოეს დღეებში დაიწყება ეს ყველაფერი"- თქვა კალანდიამ.

კითხვაზე, როდის დაასახელებენ იმ მაღალჩინოსბნების ვინობას, რომლებიც მათი თქმით, არასრულწლოვნებსა და კალანდიების ოჯახს ფიზიკურად გაუსწორდნენ, ლუკა კალანდია განმარტავს:
- "სიტუაციას გააჩნია, როგორ წარიმართება სიტუაცია, მაგაზე იქნება დამოკიდებული".




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42