"ხდება გახარიას გავლენების გაძლიერება, თუმცა ვინც არ უნდა დაინიშნოს იქნება ოლიგარქ ივანიშვილის მორჩილი"- აკო მინაშვილი მეზვრიშვილის მთავარ პროკურორად შესაძლო დანიშვნაზე
პოლიტიკა - 12:37, 06 Jun, 2019     1073
გაერთიანებული ოპოზიცია - "ძალა ერთობაშიას" წევრი, "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, აკო მინაშვილი "ნიუპოსტთან" ამბობს, რომ შინაგან სამეთა მინისტრის მოადგილის, ნათია მეზვრიშვილის მთავარ პროკურორად დანიშვნა, მთავარ საგამოძიებო უწყებაში გიორგი გახარიას გავლენებს გააძლიერებს.
ოპოზიციონერის შეფასებით, ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა დაინიშნოს, თადუმაძის ადგილზე, ბიძინა ივანიშვილის მორჩილი იქნება.
აკო მინაშვილის განცხადებით, ივანიშვილი მოახლოებული არჩევნების გამო კიდევ უფრო გააქტიურდა და მთავარი სახელმწიფო ინსტიტუტების მონოპოლიზებას შეუდგა:
"ეს არის გახარიას გავლენების გაძლიერება, თუმცა საბოლოო ჯამში, ხომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება საქართველოში გენერალური პროკურორი. ნებისმიერი ადამიანი, ვინც არ უნდა დაინიშნოს ერთი კონკრეტული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მორჩილი იქნება. მთელი ამათი პრინციპი ის კი არ არის, იყოს დამოუკიდებელი გამოძიება, დამოუკიდებელი მართლმსაჯულება, დაცული იყოს ადამიანის უფლებები არა, - ბიძინა ივანიშვილის პრინციპია, მთელი ინსტიტუტები მოიქციოს საკუთარ ხელში, რომ მთელი ქვეყანა მოახმაროს საკუთარ ინტერესებს. წინ არჩევნებია და ამ ინსტიტუტების კიდევ უფრო მონოპოლიზება ხდება. ამიტომ ამ შემთხვევაში, მეზვრიშვილი იქნება თუ სხვა, ყველა ეს ადამიანი დაემორჩილება ერთ ვერტიკალს, მთელი ეს ინსტიტუტი მოემსახურება, იმას, რომ საფრთხე არ შეექმნას ივანიშვილის ხელისუფლებას.
საბოლოო ჯამში პირიქით მოხდება, რადგან ადამიანები, არამარტო პოლიტიკური პარტიები, საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს "ოცნების" ხელისუფლების მმართველობის შედეგს: სიღარიბე, გაჭირვება, ადამიანის უფლებების დარღვევა, ხედავთ საერთაშორისო ორგანიზაციების ანგარიშებს. გუშინ, Freedom house-ის განცხადება ვნახეთ, სადაც აღნიშნული იყო, რომ საქართველომ რეიტინგებში უკან დაიხია. საერთაშორისო ორგანიზაცია პირდაპირ მიუთითებდა იმას, რომ ჩვენს ქვეყანაში ორი მთავარი პრობლემაა: არაფორმალური მმართველობა და არარსებული მართლმსაჯულება, კანონის უზენაესობის დარღვევა. მეზვრიშვილიც ამ პოლიტიკის გამგრძელებელი იქნება, ამ სისტემაში, არანაირი თვისობრივი განსხვავება ამ ადამიანებს არ აქვთ, რომლის სათავეში დგას ივანიშვილი"- უთხრა "ნიუპოსტს" აკო მინაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42