ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებებში დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულის მიხეილ კალანდიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პროცესს ბრალდებულის ოჯახის წევრები ესწრებიან. სხდომის დახურვის შემდეგ, მიხეილ კალანდიას ბაბუამ, ბორის კაკუბავამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.
როგორც ცნობილია, ბრალდებულის ბაბუას, ბორის კაკუბავას, მოკლული მოზარდის ოჯახის წევრები გავლენების გამოყენებასა და მოწმეებზე ზეწოლაში ადანაშაულებდნენ. რაზეც ბრალდებულის ბაბუა აცხადებს, რომ მსგავსი ფაქტები არ არსებობს, მისი შვილიშვილის დაკავებაას კი ხელისუფლებისა დსა ოპოზიციის ინტერესსებს უკავშირებს.
„არავითარი ბრალდება არ არსებობს, არავითარი ფაქტი არ არსებობს. მოწმეებზე ზეწოლა ტყუილი აღმოჩნდა ხომ ხედავთ? არავითარი ფაქტი არ არსებობს. არ ვიცი რატომ დააკავეს. ალბათ ხელისუფლებამ იცის, მე რა ვიცი, ყველას ინტერესშია ალბათ ხელისუფლების, ოპოზიციის. მიზანი არის ამ ქვეყნის დამხობა, თავქვე გადმოტრიალება, ეს არის მიზანი,“-ამბობს კაკუბავა.
კაკუბავამ სხვა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, თუმცა არ გამორიცხა, რომ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ხმაურიანი განცხადებები გააკეთოს.
მასალის გამოყენების პირობები






